რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
8 აგვისტოს "ფეიენორდი" - თბილისის "დინამოს" მატჩამდე გახდა ცნობილი, რომ უეფას გადაწყვეტილებით განმეორებითი მატჩი თბილისში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდებოდა.

უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ბუხალს, როგორც მან განგვიმარტა, რეალური მიზეზი "დინამო" - "გაბალას" დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით "88" გახდა.

უფრო კონკრეტულად "88" არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ.
ეს ასე იშიფრება - ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H, ანუ 88-HH HH-Heil Hitler . თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს 88 აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის "დინამოს" პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.

როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და 5 დღის განმავლობაში გახდება პასუხი ცნობილი.

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 53 /
ამ ფოტოს ნაცვლად უკეთესი იქნებოდა, ჭეშმარიტებისთვის, დაგერთოთ ის ფოტო, აჭარა სპორტს რომ უდევს, ორი დეგრადიული ამ დროშით ხელში ნაცისტური სალამით რო დგას, თანაც სამამულო ომის მემორიალთან! და საერთოდ ეს შავ ფორმაში გამოწყობილი დინამოს ფანები ვერ ჩავწვდი რა დაჯგუფებაა დინამოს ნაცვლად ელიტას რო სკანდირებენ! სად არიან ის ძველი ფანები, ლურჯ ფორმებში?!
ვაკო
15 აგვისტო 2019 09:19
1
მალე უბურთოდ მოგვიწევს თამაში და მერე ვნახოთ, ვინ შესაზმავს ცხენს?!!!
მერე რაღას იტყვის ბუხალა? ბურთი ოთხკუტხედი უნდა იყოსო?
თუ კარს გახდიან მრგვალს???
კ ო მ ბ ლ ე
14 აგვისტო 2019 03:10
1
ეს ირაკლი ბუხალმა (პრეს სპიკერმა) თქვა რომ "შეცდომა გაეპარა უეფას" თუ ავტორის ანალიტიკური მოსაზრებაა? ციტატა საერთოდ არ არის მოტანილი.
ანდრო
12 აგვისტო 2019 14:38
0
ნეტავ მართლა გააუქმოს უეფამ სანქციები, მაგრამ ერთს ნამდვილად ვიტყვი: რასაც მე ვისმენ სტადიონზე ვაიგულშემატკივრებისგან, ეს რომ უეფას სტრუქტურებს მიწვდეს, სანქციები კი არა, საერთოდ აგვიკრძალავენ გულშემატკივრობას წესიერ ხალხსაც და უწესოსაც..
გიორგი
12 აგვისტო 2019 09:33
1
კარგით რა,ყველამ ვიცით დინამოს ვითომ ზოგიერთი ფანების მიდრეკილება ფაშიზმისკენ,რას ამართლებთ ბრმები კი არ ვართ.აჭრელებული გვაქვს სადარბაზოები სვასტიკებით და დინამოს სვასტიკას მიმსგავსებული სიმბოლოებით.უწიგნურებო,წიგნებში ჩაიხედეთ და ფაშისტურ სვასტიკაზე უფრო ლამაზ,ძველ ქართულ სიმბოლოებს ნახავთ,მაგრამ არა, ჩვენ ხომ რაღაც და ვიღაც სირებს უნდა მივბაძოთ.1988 წლის დაწერა თუ უნდოდათ ნორმალურად უნდა დაეწერათ,მაგრამ 88-ს აქვს ხაზი გასმული.
Levan
11 აგვისტო 2019 17:11
2
რო გამოდიხართ და მჭერმეტყველობთ აქ მაღალფარდოვნად და ამ ბიჭებს აკრიტიკებთ, ეს ბიჭები ყველა თამაშზე გულშემატკივრობენ დინამოს და არა მარტო ფეინოორდთან და მსგავს გუნდებთან პონტის კაცებივით
Ultranationalist
11 აგვისტო 2019 16:12
18
რას გვამადლით?ფეხბურთის გულშემატკივრობას?პრემიები ხო არ დავუწესოთ?
თამაზი
11 აგვისტო 2019 21:23
2
დინამოს ბედი როტერდამში დაილუქა და ამ ვაიგულშემატკივრების "გამხნევება" არავის ჭირდება აწი. ისე, თბილისის დინამო რომ ნამდვილი გულშემატკივრის გარეშე არის ათწლეულები ეს დიდი ხანია ვიცით.
ლუკა
11 აგვისტო 2019 04:47
5
ვერ გავიგე თუ მართლა ასეა 1988-ის დაწერა ეზარებათ და მარტო 88-ს წერენ? ცოტა არ იყოს უცნაურია
Grisha
11 აგვისტო 2019 02:29
3
ყველამ კარგად იცის დინამოს ფანკლუბი რომ შეუმდგარი მოფაშისტო ელემენტების ბირჟაა. დინამოს ფანების ფეისბუქ გვერდებზე ერთი შესვლაც საკმარისია მაგის მისახვედრად. აი როცა ფულის გადახდა მოუწევს გუნდს იქნებ მიხვდნენ და თვითონ გაემიჯნონ ასეთ ელემენტებს და დაგმონ მსგავსი გამოხდომები როგორიც აქვთ ხოლმე. რომ დგანან ხოლმე და ფაშისტურ მისალმებას აკეთებენ, ეხლა ვიღაც გამოხტება და იტყვის რომაულიაო :D გინდაც ნიკარაგუული იყოს, ყველამ იცის თქვენ რატომაც აკეთებთ და ეგეც კარგად იცის 88 რატომ დააწერეთ დიდად და არა 1988
ბადრი
11 აგვისტო 2019 01:16
7
ნეტა უეფა ზგვარგადასულ კორუფციას მიხედავდეს თავის წიაღში, რამდენი მესვეური დაიჭირეს უკვე, წამყვანი გუნდები ცალკე გასვლას გეგმავენ, ღიად აცხადებენ და ფეხებსაც ვერ ჭამს თქვენი უეფა, მხოლოდ სუსტებს, ჩვენნაირებს სჯიან. რა ნაციზმი ხალხო, ესაა დრომოჭმული, კორუმპირებული და ტვინნაღრძობი ორგანიზაცია. მერე რა, რომ ევროპაა...
irakli
11 აგვისტო 2019 00:22
3

სიახლეები პოპულარული