ეროვნული ლიგა. XXIV ტური: გაძევება, დანიშნული და არდანიშნული პენალტი და "რუსთავის" "სიონთან" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურში "რუსთავმა" "სიონს" 2:1 მოუგო.

პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა და თითქოს ამ გუნდების მიმდინარე სეზონში მესამე მატჩიც ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 76-ე წუთზე მასთან პირისპირ გასული ქავთარაძე სტუმართა მეკარე გოშაძემ საჯარიმოს გარეთ წააქცია, გააძევეს, რის შემდეგაც საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე ერთ-ერთ ბოლნისელ ფეხბურთელს მოხვდა და პენალტი სიჭინავამ გამოიყენა - მან მიმდინარე პირველობაზე მეშვიდე გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ კაცნაკლულმა "სიონმა" შეუტია და ტატანაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ამის მერე ბურთი
ხელზე რუსთაველთა მცველ ლაცაბიძეს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - სიონი 2:1
გოლები: 0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (34), 1:1 ბექა ქავთარაძე (36), 2:1 დათა სიჭინავა (80)
გაძევება: ოთო გოშაძე (76)

რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გიორგი ლაცაბიძე, ლუკა ნოზაძე, გეორგი ბუგულოვი, გიორგი ვასაძე (დათა სიჭინავა 75), ლუკა სილაგაძე (კ), ავთანდილ გუჯაბიძე, ლაშა ქოჩლაძე (ნიკა ძალამიძე 54), ბექა ქავთარაძე (გიორგი თევზაძე 87), ლუკა იმნაძე

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

სიონი (4-2-3-1): ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, ლაშა უგრეხელიძე, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, ლევან ხმალაძე (კ), რატი ცაცკრიალაშვილი, გიორგი ივანიშვილი (დავით თარგამაძე 77), ჯაბა უგულავა (ბექა გვარაძე 59), კახა კახაბრიშვილი (ლევან ისიანი 78), დიმიტრი ტატანაშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული