ეროვნული ლიგა. XXIV ტური: თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურში თბილისის "დინამომ" "ტორპედო" 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების მომტანი გოლი 29-ე წუთზე ქავთარაძის გადაცემის შემდეგ კუტალიამ გაიტანა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრა არ აღნიშნა.

თბილისის "დინამომ" ჩემპიონატზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა და ლიდერობა დაიბრუნა - 47 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ბათუმის "დინამოს" 1 ქულით უსწრებს, ხოლო "ტორპედო" 34 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა.

წყალტუბო. "26 მაისი"
ტორპედო - დინამო (თბ) 0:1
გოლი: ლევან კუტალია (29)

ტორპედო (3-4-2-1): როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა,
გოდერძი მაჩაიძე (დავით იონანიძე 83), რაფაელ ჩუკვურა, თამაზ ცეცხლაძე (ცოტნე მოსიაშვილი 69), პაპუნა ფონიავა, გრიგოლ დოლიძე (თემურ ჩოგაძე 70), თორნიკე კაპანაძე, ზაზა ციცქიშვილი

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (აკაკი შულაია 53), გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა (მიხაილო შიშკა 79), ნოდარ ქავთარაძე (ბაქარ ქარდავა 60), ლევან შენგელია, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
მკითხველის კომენტარები / 6 /
სირცხვლი ქუთაისს ასეთი სამრცხვინო გუნდი რომ ყავს
jemali
09:16 21-08-2019
4
სამარცხვინო ფეხბურტელები ყავს ტორედოს ყევლა გაუსჰვიტ ასეტ გუნდს ჯობია სულ არგვაყდეს უტავმოყავრებო ფეხბურტის აზრზე არხარტ რამხელა ისტორის გუნდში თამშOბტ ნეტა მერიას არცხვენია ასეტი პარჩაკი გუნდი რომ ყავს ქალაქას
jemali
09:14 21-08-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული