ეროვნული ლიგა. XXIV ტური: "საბურთალომ" "დილას" ადვილად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურში "საბურთალომ" "დილა" 3:0 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე განათების სისტემა ვერ ჩაირთო და ამიტომ მატჩი 15 წუთის დაგვიანებით, სათადარიგო მოედანზე დაიწყო. "საბურთალომ" გადახალისებული შემადგენლობით თავიდანვე შეუტია, პირველი გოლი კი 23-ე წუთზე გაიტანა - საჯარიმოდან აწეულ ბურთს რეხვიაშვილმა მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მასპინძლებმა მეორე გოლიც სტანდარტულის შედეგად გაიტანეს, როდესაც ალთუნაშვილმა საჯარიმოდან ბურთი სწრაფად მიაწოდა გაბედავას და ამ უკანასკნელმა მეორედ დალაშქრა ჩოჩიშვილის კარი.

85-ე წუთზე კი ყენიამ როლოვიჩი გარღვევაზე გაიყვანა, რომელიც ფლანგზე რაზმაძეს გასცდა, კარში
დაარტყა. ბურთი კუციამ კი ამოიტანა, მაგრამ სანტოსს გაარტყა და ავტოგოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
საბურთალო - დილა 3:0
გოლები: 1:0 გიორგი რეხვიაშვილი (23), 2:0 გიორგი გაბედავა (55), 3:0 ალეფ სანტოსი (85, საკ. კარში)

საბურთალო (3-4-1-2): ლაზარე კუპატაძე (კ), ნიკა სანდოხაძე (იური ტაბატაძე 74), გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა, ელვინ ტერა (ანტე გი 65), სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (ლევან ყენია 60), გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დილა (3-4-3): გიორგი ჩოჩიშვილი, გია ჩადუნელი, ალეფ სანტოსი, ზაურ კერელეიშვილი (ნუგზარ სპანდერაშვილი 54), ერიკს სანტოსი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), ალვინ ფორტესი (ნიკა გაგნიძე 80), გიორგი კუცია, ლევან ნონიკაშვილი (ფელიპე პაიმი 60), ფაბიან რიდი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მკითხველის კომენტარები / 5 /
უნდა დაგეწერათ:- სამწუხაროდ დილა საბურთალოს არარატთან დამარცხდა.
დათო
23:10 20-08-2019
2
შემთხვევით წავაწყდი დილას განცხადებას რომ გვერდში უდგას საბურთალოს და მიუღებელია გუნდის შეურაწყოფა... თქვენ ფრთხილად იყავით ის კი არ დამავიწყდა ებრაელი ინსეტორები რომ გყავთ და ცალკე თქვენ ავრცელებდით არაადეკვატურ ინფორმაციას... საუბარია კლუბის მფლობელების მიერ განცხადებაზე რომ მალე ევროპალიგის მოგებას აპირებენ ჯგუფში გასვლას კი არა ევროპალიგის მოგებას! ხომ არ დაგავიწყდათ ეს ფრთიანი გამონათქვამი?! მოგებულ მატჩებზე კი იღებთ პრემიებს და კარგად ხეირობთ ფედერაციიდან დანიშნული ფულადი შეღავათებით. 2012 წლის მერე ევროპალიგის საკვალიფიკაციოზეც კი არ გითამაშიათ! მაშინ პლეიოფამდე მაინც მიხვედით მახსოვს ანორთოსისთან თქვენი თამაში... ასე რომ ჩუმად იყავით ჩუმად და მიიღეთ ყველა ეს კრიტიკა რაც გეკუთვნით!!!!!!!!!!!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული