ეროვნული ლიგა. XXV ტური: "დილა" და "ტორპედო" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 25-ე ტურში "დილასა" და "ტორპედოს" მატჩი 2:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი "დილას" დომინირების მიუხედავად ქუთაისელებმა მოიგეს: მე-13 წუთზე მასპინძელთა ლამაზი, მრავალსვლიანი კომბინაცია ნონიკაშვილმა დააგვირგვინა, 25-ე წუთზე ჩუკვურას განივი გადაცემის შემდეგ ჩოგაძემ ანგარიში გაათანაბრა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ჩუკვურამ "ტორპედო" დააწინაურა.

57-ე წუთზე ქურდაძემ კუცია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ამ უკანასკნელმა ანგარიში 2:2 გახადა. ამის შემდეგ სტუმრებს შეეძლოთ გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ჩოგაძემ და კაპანაძემ ბურთი ძელს გაარტყეს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - ტორპედო 2:2
გოლები: 1:0 ლევან ნონიკაშვილი (13),
1:1 თემურ ჩოგაძე (25), 1:2 რაფაელ ჩუკვურა (45+1), 2:2 გიორგი კუცია (57)

დილა (3-4-3): გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ გიორბელიძე, გია ჩადუნელი, ალეფ სანტოსი, ლევან ქურდაძე, ამოს ნონდი (ნიკა გაგნიძე 46), ლუკა რაზმაძე (კ) (თენგიზ წიქარიძე 69), ალვინ ფორტესი (ნუგზარ სპანდერაშვილი 89), გიორგი კუცია, ლევან ნონიკაშვილი, გურამ გოშთელიანი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

ტორპედო (3-4-3) როინ კვასხვაძე (კ) (ლევან შოვნაძე 70), ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, გოდერძი მაჩაიძე, ცოტნე ნადარაია, რაფაელ ჩუკვურა, თამაზ ცეცხლაძე (გიორგი გადრანი 82), პაპუნა ფონიავა, თემურ ჩოგაძე (ცოტნე მოსიაშვილი 80), თორნიკე კაპანაძე, ზაზა ციცქიშვილი

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ver moescrebit torpedos dachokebas, chven isev davbrundebit.
KUTAISELI
22:31 24-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული