"თუ "ტორპედო" ეროვნული ლიგიდან გავარდა, დედას გიტირებთ!" - ფანკლუბი

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

აუცილებლად წაიკითხეთ ყველამ და გააზიარეთ.

თუ 31 აგვისტომდე "ტორპედოში" დავალიანება არ გასწორდება, კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან და ამის შემდეგ უკანასკნელ ვადას მისცემენ ჩაჩავას, 2 კვირას და თუ იმ 2 კვირაშიც არ გასწორდება დავალიანება, "ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ.

ეს თუ მოხდა, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, დაგვეშალა
გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა კაპიკი არ აუღიათ.

4 დღე გაქ, ჩაჩავა, ზუსტად 4 დღე !!! შენთვისვე აჯობებს, დღესვე გამოხვიდე ტელევიზიით და გააკეთო განცხადება, რო მოგვშორდი, თორე ამ გუნდის ელიგიდან გავარდნას არავინ გაპატიებს, რიკოთს აქეთ არ გამოგიშვებთ და სადაც არ უნდა იყო, მოგწვდებით.

ასევე მოვუწოდებთ ფედერაციას და მერიას, რო დროზე მოაშოროს ეს კაცი ამ გუნდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც ცუდად დაამთავრებთ, ყველა ერთად ხართ შეკრულები და ამის დანახვა ძალიან მარტივია!!!

ეს გუნდი არ გავარდეს, თორე საშინელი ამბები დატრიალდება, გპირდებით. ეს არაა მარტო ერთი ადამიანის სიტყვები, ეს მთელი ქალაქის სიტყვებია!!!

4 დღე დაგრჩათ ყველას, არ უშველით გუნდს და ისეთ ბანერებს გაგიკეთებთ ელიგის თამაშებზე, უეფადან ჯარიმა ჯარიმაზე მოგივათ, დედას გიტირებთ სუ ყველას !!! ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, დასაკარგი აღარაფერი გვაქ, დედას გიტირებთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით !!!".

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედო" 24 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 35 ქულით მე-5 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
ქუთათურებო, თბილისელი გულშემატკივრები მხარს გიჭერთ!ქართული ფეხბურთი ერთად გავწმინდოთ პარაზიტებისაგან!ტორპედო წინ!
paata
26 აგვისტო 2019 14:51
3
ყველაზე მაგარი ფან კლუბი ხართ!!! ამ ვირთხებს ფედერაციაში და ზოგადად ხელისუფლებაში რომ არიან და ყვლეფენ ბიუჯეტის თანხებს თუ საშუალება მიეცი სულ გაჯეჯილდებიან, ეს ვირთხები ისეთ დღეში უნდა ჩააგდო ხაფანგში მოხვედრილ ვირთხასავით რომ აცეცებდნენ შიშისაგან დამფრთხალ თვალებს
dinamo
26 აგვისტო 2019 14:39
6
არასოდეს არ ვყოფილვარ არც ერტი ხელისუფლების ფანი! არც ახლა ვარ და მგონია არც უახლოეს მომავალში მოვა საფანატო ხელისუფლება, მაგრამ ტორპედოსთან მიმარტებაში და ზოგადად ბოლო წლებში გაკეტებულ საქმეებში ფედერაციის დანაშაული რაში მდგომარეობს ვერ გამიგია? იმაში რომ მინდვრის საფარი გამოცვალა სტადიონზე? ჩაჩავას ფედერაციამ გადასცა გუნდი?
andro
26 აგვისტო 2019 15:08
21
ტორპედო არ არის მარტო ქუთაისის გუნდი ჩვენთვის ყოველთვის იყო იმერლებისათვის საყვარელი გუნდი,იმიტომ რომ ჩვენია, და ეს არის საყოველთაო უბედურება რაც ხდება, ვუერთდებით და ვთვლით რომ ეს სამართლიანია რასაც ითხოვენ, ფეხბურთი არ უნდა ჩაკლა იქ სადაც უყვართ, თორემ ცარიელ სტადიონებზე თამაშობენ თბილისის გუნდები, მალე მივიღებთ თბილისის ჩემპიონატს, ახლა მერანი და შევარდენი თუ დაემატა ეროვნულს მერე ნახე ახლოს ივლით გუნდები და ბენზინი არ დაგეხარჯებათ, ტორპედოს არ შეხოთ და გვერდზე დაუდექით, ტორპედოს გარეშე ჩემპიონატს ხიბლი არასოდეს არ ექნება, ზესტაფონის გაკვეთილის უნდა იყოს საკმარისი.ტორპედო ჩვენთვის მარტო სახელი და გუნდი არაა იგი ჩვენი ოჯახია, ჩვენი სიხარულია, ჩვენი იმედია.
ხონელები
26 აგვისტო 2019 16:14
0
უბრალო ფეხბურთის გულშემატკივარიც მხარს გიჭერთ, მოიტანონ უკან ის ფული რომელიც შეჭამეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
gio
26 აგვისტო 2019 14:58
0
მე ვიზიარებ ქუთაისელების ასეთ რადიკალურ დაპირებას და მხარს ვუჭერ მათ. ასე არ შეიძლება გუნდის განადგურება და დიდი ცოდოობა! მათ ამოუვიდათ უკვე ყელში და როცა ქვეყანაში უპატრონობა სუფევს, რის ნაწილიც არის ფეხბურთის ფედერაციაც, მათ მეტი გზა არ დარჩათ. ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, ქვეყნის ბიუჯეტის ვირთხებისა. ამიტომაც არ უნდა ფინანსდებოდეს გუნდები ქვეყნის ბიუჯეტიდან. წარმატება ქუთაისის ტორპედოს!!
Geo_Dinamo
26 აგვისტო 2019 15:01
4
პრიშიკებიანი თინეიჯერის დაწერილ განცხადებას გავს, არ შეშვენის ქუთაისს ეგეთი სიტყვები და ლექსიკა, უფრო მკაცრად, უფრო მწვავედ და უფრო შინაარსიანად შეიძლებოდა სათქმელის ჩამოყალიბება, ასე კი სირცხვილია მეტი არაფერი. პ.ს. აზრში ვეთანხმები ფანკლუბს და მხარდაჭერასაც ვუცხადებ, აუცილებელია მიწოლა და ძალის დემონსტრირებაც.
ქარ
26 აგვისტო 2019 18:56
5
ჩაჩავა მოგაჯდა სიკვდილის ბუზი
მამუკა
26 აგვისტო 2019 15:40
2
ფედერაციას რატომ ვთხოვთ ვერ გავიგე. 2017 წელს მერიის ბალანსზე იყო გუნდი და გადასცა ჩაჩავას, ვისაც როგორც ირკვევა საპრივატიზაციო პირობაც კი არ შეუსრულებია. რამე დაუბლოკა ფედერაციამ , ფული არ მისცა თუ რა გაუფუჭა ტორპედოს ვერ ვხვდები. უეფადან მიღებული ფული და ინვესტიციები ეკონტროლებინა ქუთაისის მერიას. სფფ-მ რა ქნას, გუნდს აქვს დავალიანება, ჩივიან ფეხბურთელები უეფაში და იქიდან მოვა განჩინება. იმედია სფფ იმდენს იზამს, რომ გუნდი არ მოიკვეთება და გააგრძელებს თამაშს ეროვნულ ლიგაში.
DAVE
26 აგვისტო 2019 17:15
9
იცით რა გუნდი დაგვიშალეს ხელოვნურად? იცითქუთაისში როგორ გვიყვარს ფეხბურთი? იცით რომ ტორპედო ჩვენთვის მეორე ოჯახია? თქვენს ოჯახს ვინმე რომ ანგრევდეს “დედას გიტირებ”ს აკმარებ? ნუ გამო##ნაურდებიყ აქ და ნუ აგვიშლით ნერვებს უარესად. ამ რა მართლწერას უკონტროლებთ გულშემატკივრებს შოკში ხომ არ ხართ? რამდენი ხანი ველოდეთ და ვემუდარეთ რომ გადავრჩენილოყავით,მაგრამ ხედავთ რა რეალობის წინაშეც ვართ დღეს! კიდევ კარგ ჭკუაზე არიან გულშემატკივრები! ასე რომ დააყენეთ ერთი ადგილი
26 აგვისტო 2019 15:50
12
მიდი ძმაო მიაწექით. აქ არა მარტო ტორპედოზე ზოგადად ქართულ ფეხბურთზეა ლაპარაკი. გამოღვიძებაა საჭირო! ესენი თუ არ შეაშინე (და თუ არ შეუსრულე)სხვანაირად არ გამოდის!
Vakhtang Lobzhanidze
26 აგვისტო 2019 17:54
3
ჯერ სიტყვაა საქმე და შემდეგ, საქმეა საქმე.აქ არც ერთი მომწონს და არც მეორე.ჯერ შენს ქვეყანას უნდა სცე პატივი,შემდეგ მშობლიურ ენას და უკვე შემდეგ ფეხბურთს თუ შენ სათაყვანო გუნდს.ბიჭებო,მესმის რომ ძალიან გამწარებულები ხართ,მაგრამ მტყუან მართალი და მისამართი უნდა გაარკვიოთ ჯერ.ტორპედო დამოუკიდებელი კლუბია,რომელსაც ფედერაცია ეხმარება.მას არ შეუძლია დამოუკიდებელი კლუბის საქმეებში ჩარევა და რას სთხოვთ?სულ რომ არაფერი მოეცა,დაავალებდით გადაიხადეთო?თქვენმა მუქარამ,ისევ გამახსენა ავადმოსაგონებელი მოწოდება,დაანგრიეთ,გადაწვით ეროვნული სტადიონი,მე ამათი დ....აზრზე მოდით ბიჭებო,ამით საქმეს კიდევ უფრო გაიფუჭებთ.ჩხუბში ისეთი რამე არ უნდა წამოგცდეს,რომ შერიგებისას შეგრცხვესო,არ გაგიგიათ?არც ისეთი რამე უნდა იკადრო ჩხუბში,რომ დაწყნარებულზე შეგრცხვეს იმის გაკეთება.რაც მაგ განცხადებაში წავიკითხე,ეგ გაავებული და გაუნათლებელი ხალხის დაწერილს ჰგავს და ფეხბურთის გულშემატკივრობისა,არაფერი ეტყობა.ეს მთელი ქალაქის სიტყვებიაო და მთელ ქუთაისში,ერთი გამართულად წერა კითხვის მცოდნე ადამიანი ვერ იპოვეთ?ქუთაისში,რომლის თითქმის მთელი მოსახლეობა,ტორპედოს გადარეული გულშემატკივარი იყო წლების წინ და დარწმუნებული ვარ ახლაც ასეა?ზოგადად იმერლები და კიდევ უფრო მეტად ქუთაისელები ხომ თავისი ზრდილობით და სიტყვა პასუხით იყვნენ საქართველოში გამორჩეულნი და ეს წერილი რა არის?ქართულად წერა არ იცით,ქუთაისური ზრდილობა არა გაქვთ,ქვეყანას საშინელებების გაკეთებით ემუქრებით,თანაც ქალაქის სახელით და მითხარით,ვინ გამოდიხართ თქვენ?ან თქვენ არ იყავით,სოკარმა რომ ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები დააყენა ტორპედოში და ბავშვთა აკადემია შექმნა,პირველივე წარუმტებლობაზე დედის გინებით აიკელით ეს ბიჭები და იმდენი ჰქენით,რომ ინვესტორი გააგდეთ?ან რამდენჯერ და რამდენი ჯარიმა გადაიხადა ტორპედომ,თქვენი უსაქციელობის გამო,არ გამოადგებოდათ?ასე რომ არც თქვენ ხართ ტორპედოს უბედურებაში უცოდველები და სხვას ნუ ემუქრებით,ჯერ საკუთარ თავს მოჰკითხეთ.ჩაჩავას კი პასუხი მართლაც უნდა მოეთხოვოს და თუ მთელი ქალაქია სახელით ლაპარაკობთ,მთელ ქალაქში კარგი იურისტებიც ბევრნი ცხოვრობენ ალბათ და მათ მოაკითხვინეთ პასუხი შეჭმულ ფულზე.მანდ მერიიდანაც იქნებიან აუცილებლად გარეულები და ალბათ სამხარეო ფედერაციაშიც გაილოკეს თითები ზოგიერთმა.ქუთაისი პირველი კლუბი არ არის,რომელიც ასე შეახრამუნეს ვიგინდარებმა,თქვენც კარგად იცით,თქვენ მეზობელ ქალაქებში რამდენი გუნდი გააკოტრეს და გაისტუმრეს ქვედა ლიგაში.სქემა ალბათ ყველგან ერთია და თუ ქუთაისის ამბავს გაშიფრავთ,იქნებ იმათ დამაქცევრებსაც მოეთხოვოთ პასუხი.აი ეს კი,მართლაც კარგი საქმე იქნება და წაადგება ქართულ ფეხბურთს.მიდით,მიაწექით,მაგრამ რქებით და მუშტით კი არა,ტვინით და კანონის ძალით.
სოსო
26 აგვისტო 2019 20:59
23
შენ სოსოია ფედერაციის თანამშრომელი ხომ არა ხარ? კარგით ხო, დაიცავს ფედერაცია თავს თქვენ გარეშე. ფანმა კაცმა თქვა გულიდან ამოსული, შეიგინა თუნდაც, მერე? ფანი ყველგან ფანია და დიდათ რაფინირებული საუბარი არც მოეთხოვება, იმიტომ, რომ ფეხბურთი უბრალო ხალხის თამაშია, ზოგი ,,გლეხურად" იტყვის, ზოგიც შეუკურთხებს და დაიმუქრება... მერე სად არ ითქვა სიმართლე? განა საგინებლები არ არიან? დიახაც, უნდა შეარცხვინო, სახლიდან ვერ უნდა გამოდიოდეს და მეზობელი გამარჯობას არ უნდა ეუბნებოდეს მასეთ ხალხს. თქვენ ფანკლუბზე გადაგაქვთ მთელი ყურადღება და უმჯობესი ხომ არ იქნებოდა - გავრკვეულიყავით თუ რა ხდება? ამხელა უსტარების წერაც აღარ მოგიწევდათ...
nika
26 აგვისტო 2019 21:57
4
ეგ ვიციტ მაგრამ ააქ პასუხსმგებლობა ფედერაციმ აიგო კობისგვმა დადო პირობა და მერე ეს ჩაჩAვა კობიაშვილის სახლობლოა ასე ამბობენ ასე რომ ყევლაპერი იცის კობშვილმა მისი სირცხვლია ასეტი გუნდი ტუ დაშლბა მე დინამოს კომაგი ვარ მაგრამ მხარს უჩEრ ტორედოს აი ამტოა ფედრეაცია შვაში
iko
27 აგვისტო 2019 07:22
5
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული