"თუ "ტორპედო" ეროვნული ლიგიდან გავარდა, დედას გიტირებთ!" - ფანკლუბი

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

აუცილებლად წაიკითხეთ ყველამ და გააზიარეთ.

თუ 31 აგვისტომდე "ტორპედოში" დავალიანება არ გასწორდება, კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან და ამის შემდეგ უკანასკნელ ვადას მისცემენ ჩაჩავას, 2 კვირას და თუ იმ 2 კვირაშიც არ გასწორდება დავალიანება, "ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ.

ეს თუ მოხდა, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, დაგვეშალა
გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა კაპიკი არ აუღიათ.

4 დღე გაქ, ჩაჩავა, ზუსტად 4 დღე !!! შენთვისვე აჯობებს, დღესვე გამოხვიდე ტელევიზიით და გააკეთო განცხადება, რო მოგვშორდი, თორე ამ გუნდის ელიგიდან გავარდნას არავინ გაპატიებს, რიკოთს აქეთ არ გამოგიშვებთ და სადაც არ უნდა იყო, მოგწვდებით.

ასევე მოვუწოდებთ ფედერაციას და მერიას, რო დროზე მოაშოროს ეს კაცი ამ გუნდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც ცუდად დაამთავრებთ, ყველა ერთად ხართ შეკრულები და ამის დანახვა ძალიან მარტივია!!!

ეს გუნდი არ გავარდეს, თორე საშინელი ამბები დატრიალდება, გპირდებით. ეს არაა მარტო ერთი ადამიანის სიტყვები, ეს მთელი ქალაქის სიტყვებია!!!

4 დღე დაგრჩათ ყველას, არ უშველით გუნდს და ისეთ ბანერებს გაგიკეთებთ ელიგის თამაშებზე, უეფადან ჯარიმა ჯარიმაზე მოგივათ, დედას გიტირებთ სუ ყველას !!! ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, დასაკარგი აღარაფერი გვაქ, დედას გიტირებთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით !!!".

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედო" 24 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 35 ქულით მე-5 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
ქუთათურებო, თბილისელი გულშემატკივრები მხარს გიჭერთ!ქართული ფეხბურთი ერთად გავწმინდოთ პარაზიტებისაგან!ტორპედო წინ!
paata
14:51 26-08-2019
3
ყველაზე მაგარი ფან კლუბი ხართ!!! ამ ვირთხებს ფედერაციაში და ზოგადად ხელისუფლებაში რომ არიან და ყვლეფენ ბიუჯეტის თანხებს თუ საშუალება მიეცი სულ გაჯეჯილდებიან, ეს ვირთხები ისეთ დღეში უნდა ჩააგდო ხაფანგში მოხვედრილ ვირთხასავით რომ აცეცებდნენ შიშისაგან დამფრთხალ თვალებს
dinamo
14:39 26-08-2019
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული