ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება

AutoSharing Option
ქუთაისის საფეხბურთო გუნდ "ტორპედოს" ახალი დირექტორი ჰყავს. არსებული ინფორმაციით, გუნდის აღმასრულებელ დირექტორად თემურ ჩეჩელაშვილი დაინიშნა. ის ერთხელ უკვე იყო გუნდის პრეზიდენტი, თუმცა თანამდებობა მალევე დატოვა. ჩეჩელაშვილი დირექტორად ოფიციალურად დღეს დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ არსებული დავალიანება ვერ დაფარა, გუნდი მერიას დაუბრუნა.

არსებული ინფორმაციით, კლუბის მერიისათვის გადაბარების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ასევე, ირკვევა, რომ მერიასა და ზაალ ჩაჩავას შორის ურთიერთობის გარკვევა სასამართლოში გაგრძელდება, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ჩაჩავა ვალის აღიარებაზე უარს აცხადებს.
მერია სასამართლოს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მიმართავს.

ნესტან ჩაგელიშვილი სპეციალურად Sportall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 8 /
ziqenbud, ეროვნული ლიგის ყველა თამაშის ყურებას სვარკის ყურება ჯობიაო, მითხრა ხაჟალიამ და ხერხაძემ; სამწუხაროდ სურათები ქალების გარეშეა და სხვა საიტები ჯობია. რაცხა მაკარიძე და ლორია მანდ არ არიან; და ტორპედოს ფეხბურთელები ახლა ქე რო დარჩენ გუნდში, თუ ქე რო წევიდნენ იმ 12-დან არიან ესენი? და რატომ უნდა ვიფიქრო რომ ლუდის ბოთლებთან ტორპედოს ფეხბურთელებია, ასეთ შეურაცყოფას ვერ მივაყენებ. ისე ეს სტატია ფეხბურთელებზე არ უნდა იყოს, თორემ ყურადღებით რამენაირად ბოლომდე წავიკითხავდი, მაინც რამ სიგრძეა! ნესტან, ცოტა მოკლედ დაგეწერა, რა.
alexandre
06 სექტემბერი 2019 14:38
10
აბა ჩემო ძმაო სტადიონზე თუ არ დადიხარ, ტელევიზორში ან ინტერნეტშიც თუარ უყურებ ფეხბურთს და "სვარკის" ყურება გირჩევნია, სურათებს კიდე მხოლოდ ქალების გამო აკვირდები, მაშინ სულაც აღარ მიკვირს რატომ ვერ იცანი ფოტოზე აღბეჭდილი ხალხი.
ziqenbud
06 სექტემბერი 2019 17:07
0
ესენი სასულიერო სემინარიის სტუდენტებს უფრო გვანან.
თემო
06 სექტემბერი 2019 11:40
8
კომენტარს თუ არ დადებთ, არ არის პრობლემა, მაგრამ მართლა გამარკვიეთ ეს წვეროსნები ვინ არიან. მარცხნიდან პირველი არ მაინტერესებს, სხვები
alexandre
06 სექტემბერი 2019 10:44
7
არ არის პრობლემა მეგობარო, უბრალოდ აგიხსნი ვინგენი არიან აგენი. თეთრი რო აცვია აგი კაცი შავია და შავი რო აცვიათ აგენი თეთრები არიან. თეთრი რო აცვია აგი მალე ციხეში წავა თუ ფულს არ ჩამეიტანს. შავები რო აცვიათ ამგენს ხელფასს თუ არ გადაუხდიან მალე თბილისის დინამოში ან მონასტერში გადავლენ. ეს ის ქალაქია, სადაც დროშა ვერ დაკიდენ. ჰო გეიგე ახლა?
ლუკა
06 სექტემბერი 2019 15:36
0
ერთი ძმურად გაგვაგებინე - ამ სურათზე ვინ არიან?! და რა საერთო აქვთ ტორპედოსთან?
alexandre
06 სექტემბერი 2019 09:59
8
გეტყობა მაგარი ჩახედული ხარ ქართულ ფეხბურთში და ეროვნული ლიგის ყველა თამაშს ადევნებ თვალს, ისიც გეტყობა რომ სპორტულ საიტებზე მხოლოდ სურათების დასათვალიერებლად შედიხარ და არა სტატიების წასაკითხად, თორემ ეროვნული ნაკრების მეკარის ცნობა არ გაგიჭირდებოდა (ტორპედოს ფეხბურთელებს თუ ვერ ცნობ)
ziqenbud
06 სექტემბერი 2019 13:24
2
ნაბოთლარი
გიო
06 სექტემბერი 2019 03:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული