"ტორპედო" ბოლო წუთებს ითვლის! - კლუბის ფან-კლუბი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ფან-კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" გუნდის უმწვავეს მდგომარეობაში ყოფნაზე კიდევ ერთხელ იუწყება და აქციას აანონსებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ტორპედო" ბოლო წუთებს ითვლის!

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი განცხადება გავავრცელეთ გუნდის ირგვლივ განვითარებულ ამბებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ადრესატამდე ეს მესიჯები გვიან მიდიოდა. ქალაქის მერია, რომელსაც ზაალ ჩაჩავასთვის კლუბის ჩამორთმევას ვთხოვდით, თვეები არ გვისმენდა. შემდეგ გვატყუებდა!

გვიან, მაგრამ მაინც მივედით იქამდე, რომ კლუბი მერიამ დაიბრუნა. თუმცა ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ კლუბის დაბრუნება არ ყოფილა. მას შველა სჭირდება!

ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში 3
თვის წინ მოვიდნენ, დღემდე ერთი ხელფასიც არ აუღიათ. კვლავ უხელფასოდ რჩებიან ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც "ტორპედო" გაჭირვების ჟამს არ მიატოვეს და ბოლომდე გვიერთგულეს.

მაგრამ... მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ჩვენსასაც!!!

ფეხბურთელები აცხადებენ, რომ მიუხედავად კლუბისადმი დიდი პატივისცემისა, ბევრი პრობლემა დაუგროვდათ, რის გამოც იძულებულნი ხდებიან, ვარჯიშებზე უარი თქვან. უკვე თვეებია გაურკვევლობაშია კახა ჩხეტიანიც. ფეხბურთელებთან საუბარი ყოველთვის მას უწევს...

როგორც კახა ჩხეტიანმა გვითხრა, მას უკვე ფეხბურთელებთან საუბრისაც კი რცხვენია, აღარ იცის, რა უთხრას და პრობლემას საკუთარ თავში ხედავს - ეტყობა, ჩემი ბრალია ყველაფერი, მე ვუშლი ხელს კლუბის განვითარებას და წავალ მეც მაშინო...

ამას არ დავუშვებთ! აღარ მოვითმენთ! აღარ მოვტყუვდებით! აღარ გაპატიებთ!

გადავწყვიტეთ, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე შევიკრიბოთ ქალაქის მერიასთან და მოვითხოვოთ ნებისმიერი გზით კლუბისთვის საჭირო თანხის გამონახვა. ვინაა დამნაშავე მომხდარში, ვინ რას უცდის და ა.შ. ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს! მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - "ტორპედო" უნდა გადარჩეს, გააგრძელოს არსებობა და იყოს წარმატებული კლუბი.

ქუთაისს "ტორპედო" სჭირდება. "ტორპედოს" გარეშე ჩვენს ქალაქში ფეხბურთი მოკვდება...

მოგიწოდებთ ყველა გულშემატკივარს, ვისაც გული შეგტკივათ "ტორპედოზე", 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან!

მოგიწოდებთ ყველა მშობელს, ვისაც პატარა ფეხბურთელები გეზრდებათ, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან და დაიცავით ის მომავალი, რომლებსაც თქვენს ბავშვებს ართმევენ!

მოგიწოდებთ ყველა ქუთაისელს, ვისთვისაც ეს ქალაქი და მისი ღირებულებები მნიშვნელოვანია, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან.

ქუთაისს "ტორპედო" სჭირდება. "ტორპედო" ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება!

გელოდებით, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მერიასთან!

ვინც ნახავთ ამ პოსტს, ყველამ გააზიარეთ, ძალიან გთხოვთ, რა", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო".

მკითხველის კომენტარები / 18 /
აუჭედეთ მერიის კარი მაგ უსაქმურები, და საერთოდ ეს რა ფარჩაკი მთავრობა გვყავს. ყველა სფეროში იპარავენ მიდი მოვდივარ
გიორგი გორგაძე
12 სექტემბერი 2019 02:15
0
ტორპედო კი არა და სამხედრო პენსიონრებს მოუმატეთ პენსია თუ სახელმწიფო ხართ
mgeli
11 სექტემბერი 2019 21:33
1
რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ, ანუ ჩემმა და სხვა მოქალაქეების ჯიბემ, გინდ ტორპედო და გინდა სხა რომელიმე კლუბი? მე არ ვარ თანახმა, რომ როგორც მოქალაქემ ამაში ფული ვიხადო
გიორგი
11 სექტემბერი 2019 00:14
3
ნაციონალიხარ,ბოკერიას და მიშას დაძახილზე რომ დარბიხარ არ ტეხავს
giorgis
11 სექტემბერი 2019 02:18
1
ragaze unda ilaparako am kvekanashi? ra fexburti ra carmateba pexburtelebi mshivrebi arian!!! mere gvikvirs rato gamovardit evropa ligidano, gamovardebi aba ras izav 6 tveshi 5 gundi ro dageshleba, ai magitom gavrbivart fexburtelebi zogi uzbeketshi zogi latviashi, imitom ro xelpass mainc vigebt da sakvarel saqmes vaketebt da gvapaseben, rogor sheidzleba torpedos eset dgeshi chagdeba? gundma xo kvelaperi moigo da ert erti dzlieri gundi iko? ar gcxveniat ese ro eqcevit kaxa chxetians da kvela im pexburtles romelic mshieri tamashobs? pativi ecit xalxs pexburtelebs mcvrtnelebs, nu atkuebt simartle
mainc utxarit!!! sircxvilia martla sircxvilia ukve! mec fexburteli var da sabednierod gavaxcie da gavascari am situacias!
daviti
10 სექტემბერი 2019 16:01
0
ფედერაციას ძინავს ეტყობა, არ ესმის რომ გაიღვიძოს. ფეხებზე კიდიათ ვინ რამდენი ფული შეუჭამა ტორპედოს ეტყობ ერთნაბეთის ძმაკაცები არიან და ერთმანეთს ხომვერ გაწირავენ, უფალი არშეარგებს არავის ესეთ ფულს, ტორპედოს დაშლა რომაწყობთ ფაქტია ამათ რა ფეხბურთზე უნდა ესაუბრო სამართალი სადაა, ძინავს პროკურატურას სად წაიღეს ტორპედოს ფული, მაგრამ იმათმაც იციან სად წავიდა. მარტო ტოპედო არაა ამდღეში, გცხვენოდეს ფედერაცია დაგემხოთ თავზე ფეხბურთი, რაგრამ სირცხვილი არიჩით სად გაიზარდეთ რა ოჯახში რითი ვერ გაძღა თქვენი ბიუჯეტი.
იოანე
10 სექტემბერი 2019 15:42
1
არასდროს ვყოფილვარ ტორპედოს ფანი მაგრამ ტორპედოს არ ყოფნა ქართული ფეხბურთის დასამარებას რომ ნიშნავს ვიცი. სირცხვილია როცა წინსვლაზე საუბრობთ მერე ფედერაცია
იური
10 სექტემბერი 2019 14:08
0
ძლიერი ტორპედო ნამდვილად სჭირდება ქართულ ფეხბურთს.
გიზოგ
10 სექტემბერი 2019 13:11
0
ai xo xedavt namdvili tbiliselebi mxars gvichers da xvdeba kvela normarulad moazrovne kaci ro torpedos gareche erovnuli liga azrs dakargavs, torpedo kutaisis erterti nateli certilia, romelsac mteli kutaisi uprtxildeba, chatvalet kutaiss artmevt kvelaze zvirpas girebulebas, da arc ipikrot , cagvartvat is rac ase zaan gvikvars kutaislebs, ritic cocxlobs kalaki da tamachidan tamachande xalxi elodeba tavisi sakvareli gundis tamachs, torpedos tamachebze ssrks droidan davdivar da piradad chemtvis es gundi bevrs nichnavs, azrs dakargavs torpedos stadioni agar ikneba pegburti da momavali taoba motivacias dakargavs da interess pegburtis mimart, es kvelaperigaitvaliscinon pegburtis bosebma, da ar dauchvan imeretis kvelaze didi gundis chazirva, es arapels kais arc pederacias arc mtavrobas arc kutaisis merias kargs ar moutans da es agresiulad dagibrundebat ukan bumerangivit, amitom saidanac gindat gamoukavit gunds is 2 milioni lari romlis gulistvisac amxela ambavia atexili.kutaiss chescevs zala es tanxa gamonaxos , mondomebaa sachiro rasac meriis mxridan ver vxedavt.
KUTAISELI
10 სექტემბერი 2019 12:14
0
ვინაა დამნაშავე რომ არ გაინტერესებთ,სწორედ ეგაა უბედურება და თქვენი დანაშაული.ვიღაცამ ფული გააქროს და სხვას მოსთხოვოთ პასუხი,რაღაც ვერ გამოდის კარგად.გული მეწვება ტორპედოს შემხედვარე და დარწმუნებული ვარ,რომ ტორპედოს დაშლით ქართული ფეხბურთი ისეთ დარტყმას მიიღებს,რომ ფეხზე ვერასოდეს წამოდგება,მაგრამ თუ დამნაშავეს ბოლომდე არ მიჰყევით და ძმრად არ ამოადინეთ მითვისებული,მის ადგილზე დამჯდარიც იგივეს არ გაიმეორებს?ის ფული რომ თქვენი საკუთარი ყოფილიყო,იტყოდით არ მაინტერესებს ვინაა დამნაშავეო?აუცილებლად იტყოდით და საფლავის კარამდე მიჰყვებოდით მოვალეს.არადა ბიუჯეტის ფულიც ხომ თქვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადია და ისევ თქვენ მოგაკლდებათ.ტორპედო მხოლოდ ფეხბურთელები ხომ არ არის,ის მისი გულშემატკივარიცაა და თქვენ ერთი ოჯახი ხართ.ოჯახში კი არავინ აიტანს ოჯახის საერთო ბიუჯეტიდან რომელიმეს მიერ ფულის საკუთარ ჯიბეში გადადებას,ან ვინმესათვის გატანებას,სხვანაირად ოჯახი დაიშლება.ოჯახი ვერც სხვისი დახმარების იმედით იცხოვრებს,მე დავხარჯავ და რომ მომშივდება,მეზობელი ან ახლობელი მაჭმევსო.ოჯახს რაც აქვს,ის უნდა იკმაროს და აზრიანად მოიხმაროს.თქვენ ყველა ოჯახის შვილები და პატრონები ხართ და ალბათ დამეთანხმებით,რომ რასაც აქ ვწერ,ანბანური ჭეშმარიტებაა.როცა ოჯახი ერთადადაა და გვერდში უდგას ერთმანეთს,მაშინ ერთობლივი ძალებით დანგრეულ სახლსაც სწრაფად აღადგენს,ხოლო თუ ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზდებიან და მხოლოდ ჩხუბ საყვედურით შეაბეზრებენ ქვეყანას,დანგრეული სახლი,კიდევ უფრო დაინგრევა,სახლეული კი დაიფანტება.ვფიქრობ გამიგეთ,რისი თქმა მინდა და წარმატებას გისურვებთ გაბზარულის გამთელებასა და ტორპედოს გადარჩენაში.ორი სამი წლის წინ,როცა აიას უნდა ეთამაშა რაგბიში კონტინენტის ფარის თასზე და ფული არ ჰქონდა,გულშემატკივრებისაგან წამოვიდა წინადადება,მის დასახმარებლად შექმნილიყო ანგარიში და გულშემატკივარს,ვისაც რა შეეძლო,ჩაერიცხა ფული მათ დასახმარებლად.კლუბისაგან გამოხმაურება არ ყოფილა,ეტყობა ითაკილეს,მაგრამ სულ ტყუილად.ახლა როცა ყოფნა არყოფნის საკითხი დგას,იქნებ მიუტრიალდეთ ამ იდეას?შესაძლოა ბევრი არა,მაგრამ რაღაც თანხა ხომ შეგროვდება გუნდის გადასარჩენად.თქვენ ხართ მანდ და თქვენ უკეთ იცით სიტუაცია.ყოველ შემთხვევაში რაღაც გზის მოფიქრებაა საჭირო და მხოლოდ გულზე მუშტის ბრაგუნი,ტორპედოს ვერ უშველის.
სოსო
10 სექტემბერი 2019 11:51
1
მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვარ, ვთვლი, რომ სასიცოცხლო მნიშვბელობა აქვს ქუთაის ტორპედოს გადარჩენას და წარმატებით ასპარეზობას ეროვნული ლიგისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის. რამოდინიმე ჯიპის ფასად შესაძლებელია გადარჩეს გუნდი და გამოვიდეს კრიზისიდან.
გიონატ
10 სექტემბერი 2019 11:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული