ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

AutoSharing Option
ჩვენ არაერთხელ დავწერეთ ქუთაისის "ტორპედოში" არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა ახლა გვსურს წარმოგიდგინოთ ფაქტი, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ზოგიერთი თანამშრომელი.

ეს მიმოწერა "ტორპედოს" ქომაგსა და ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრს შორის შედგა. კლუბში დასაქმებულ პირს 7 თვეა ხელფასი არ აუღია, არათუ კომუნალურების, არამედ საჭმლის ფული არ აქვს და უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფება. შეფასება თქვენთვის მოგვინდვია.

Sportall.Ge

ჩვენ ვთხოვეთ ამ ადამიანს ღიად ესაუბრა, თუმცა ამ ეტაპზე უარი გვითხრა.

ამავდროულად, ვიმედოვნებთ, რომ კლუბში არსებული სიტუაცია დალაგდება და ქუთაისური გუნდი ისევ ისე გააძლიერებს ეროვნულ ლიგას.

"ტორპედოს"
ქომაგები აქამდეც ღიად საუბრობდნენ კლუბში დასაქმებული ადამიანების გასაჭირზე. ამავდროულად, გაუსაძლის მდგომარეობაში არიან ბაზაზე მყოფი ფეხბურთელებიც, რომლებმაც 14 სექტემბერს პრესკონფერენცია დანიშნეს და გადაწყვიტეს, ყველაფერზე ღიად ისაუბრონ.

შეგახსენებთ, 11 სექტემბერს, ფანების მოთხოვნით, ქუთაისის მერიაში შეხვედრა შედგა, სადაც ქალაქის მერმა ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სარჩელს ხელი მოაწერა. თუმცა კონკრეტული დაპირებები ჯერ კიდევ ვერ გაიცა. მიზეზად მერია კლუბში არსებულ 3-მილიონიან დავალიანებას და კანონმდებლობას ასახელებდა.

altხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]

altკახა ჩხეტიანის 3 წელი "ტორპედოში" - მძიმე ვითარებაშია, თუმცა არ ნებდება!

ასევე დაგაინტერესებთ