ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედო" განცხადებას "საბურთალოსთან" ნამატჩევს გააკეთებს

AutoSharing Option
ბაზაზე გაუსაძლის პირობებში მყოფ "ტორპედოს" ფეხბურთელებს 14 სექტემბერს პრესკონფერენციის ჩატარება ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ გადადეს, განცხადებას კი "საბურთალოსთან" ნამატჩევს გააკეთებენ.

"დღეს "ტორპედოს" მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ფეხბურთელებს შორის კიდევ ერთი შეკრება გაიმართა.

16 სექტემბერს "ტორპედოს" სტუმრად "საბურთალოსთან" მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, "ტორპედო" კი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის. შესაბამისად, ახლა კლუბისთვის თითოეული ქულა უძვირფასესია.

ფეხბურთელებმა ამჯერადაც გაითვალისწინეს კლუბისა და გულშემატკივრის ინტერესი. თითოეული მათგანი გრძნობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრის წინაშე, რომელიც მათგან მხოლოდ წარმატებას ელის.

აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ და
ზეგ გუნდი ჩვეულებრივ ივარჯიშებს, მოახლოებული მატჩისთვის სათანადოდ მოემზადება, განცხადება კი "საბურთალოსთან" თამაშის შემდეგ გაკეთდება", - წერია კლუბის განცხადებაში, რომელიც "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

22-ე ტურის გამოტოვებული მატჩი "საბურთალოსა" და "ტორპედოს" შორის 16 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ