კიდევ ერთი ტრაგიკომედია "ტორპედოში" - უეფას თანხას ბანკი წაიღებს...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, ამავდროულად, საქართველოს თასის მეოთხედფინალშია და ამ კლუბს კვლავ აქვს შანსი, ევროტურნირების შესარჩევში მოხვდეს. მაგრამ რა უნდა იქ, თუ კლუბი, ფაქტობრივად, არ არსებობს და დაშლის პირასაა?

"ტორპედოში" კიდევ ერთი ტრაგიკომედია ვითარდება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კლუბს მალე ევროთასების შესარჩევში მოპოვებული თანხა, 240 000 ევრო უნდა დაერიცხოს, მაგრამ ეს ფული ფეხბურთელების ხელფასებში არ წავა.

კლუბს სამი მილიონი ვალი აქვს და უეფასგან დარიცხული ფული სესხის თანხას გამოაკლდება, ხოლო ფეხბურთელები კვლავ გაურკვევლობაში დარჩებიან. 

დგამს თუ არა რაიმე ქმედით ნაბიჯს ქუთაისის
მერია, რომ რაიმე სახით მოლაპარაკებები აწარმოოს ამ ფულის შესანარჩუნებლად? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე ნაკლებად ფიქრობენ და ჩვენი მცდელობა მათგან პასუხის მიღებისა, უშედეგოდ დასრულდა. ალბათ, საჭიროა მერიის წინ აქცია, რომ ყურადღება მოგაქციონ...

alt"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

altლევან კობიაშვილი "ტორპედოს" შესახებ: არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ კლუბში თანხები გაჩნდეს

მკითხველის კომენტარები / 14 /
ე ბიჯო კობიაშვილო, ხან ვინცხა დანიშნული მივაო, ის მოიტანს ფულსო,ესაო და ისაო,რეებსა რომ აცხადებ კაცო? თუ ასე მაგარი ხარ მიდი ეროვნულ ბანკში გამოიტანე ქეშად 5 მილიონი ლარი და მიეცი ტორპედოს, ეს არც ლარის კურსს დაეტყობა და არც ინფლიაციას, სამაგიეროდ კლუბი გადარჩება.

ისე კი ქუთაისის მერიას რომ სძინავს, ადგეს და გამოაცხადოს გულშემატკივრებში ტორპედოს გადარჩენის და ფინანსური უზურნველყიფის პროგრამების კონლურსი. ეს კონკურსი იმიტომაა საჭირო რომ ესენი ამ კლიუბს პატიოსნად გაყიდვას არ უპირებენ, ისევ აქვთ ზოგიერთებს შანსები სახელმწიფო კლუბის ფული ხერხონ....
artanuj
27 სექტემბერი 2019 12:30
6
ქუთაისში ფეხბურთი კიდიათ.1000 კაცი დადიოდა ქუთაისის თამაშებზე,თბილისის დინამოსთან თამაშზე დადიოდა მრავლად ხალხი მხოლოდ.როცა გუნდს გაუჭირდა და მხარში დგომა დაჭირდა კლუბს მხოლოდ 50 კაცი გავიდა.კლავიატურით ყველა მაგარია საქმე საქმეზე რო იყოს არავინაა ხმის ამომღები ქუთაისში.გთხოვთ ნუღარ მოგვარეთ თავი ესეთი სტატიებით.
არ დამიბლოკავთ ტექსტს იმედია
გიო
26 სექტემბერი 2019 15:37
9
გიო ქუთაისში კი არა საქართველოში ყველგან კიდიათ ფეხბურთი იმიტომ რომ სათანადო შედეგს ვერ არ აღწევენ.ესე იქნება მომავალში რაგბიში თუ ისე გააგრძელეს თამაში როგორც უელსთან ან თუნდაც შოტლანდიასთან.
misha
27 სექტემბერი 2019 08:11
1
Kutaisi yofila sufta sayrueti! Esaa done? Ertma hahavam gaacura mteli ,,mama'' qalaqhi!
Kika
26 სექტემბერი 2019 15:21
5
მაგას რომ გადასცეს მაშინათვე გამიკვირდა
Solo
26 სექტემბერი 2019 20:16
0
ესეთ გუნდს არაფერი ესაქმება ევროპაზე.მაგიტომავ ვართ ესეთ დღეში ასეთი დაშლილი გუნდი რო გადის ევროპაზე.წარმოგიდგენიათ რუსთავი რა დღეშია ქუთაისი ასეთ გადამწყვეტს თამაშს რო იგებს.ბოლნისზე, გორზე ვიტჯორჯიაზე და საჩხერეზე აღარ მაქ საუბარი.ძაან ცუდ დღეშია ქართული ფეხბურთი.
მოსაბეზრებელია უკვე
26 სექტემბერი 2019 13:41
5
ხრუსჰოვი
soso
26 სექტემბერი 2019 12:53
3
ქუთაისის "ტორპედოს" ჰყავდა შესანიშნავი აქციონერი "ვისოლის" სახით. ვაი-გულშემატკივრების ამბიციურობან და უსაფუძვლი პრეტენზიებმა ეს სპონსორი გააქცია. ეხლა ძალიან გაჭირდება მსგავსი პატრონის მოძიება...
tngh
26 სექტემბერი 2019 11:31
2
ერთი გამაგებინეთ ეს ტორპედო კერძოა თუ სახელმწიფოს საკუთრებაშია? თუ კერძოა მერიას რატომ სთხოვთ პასუხს? რატომ უნდა იზრუნოს მერიამ კერძო პირის მიერ აღებული 3 მილიონი ვალის გასტუმრებაზე? ათასი სხვა სასიცოცხლო პრობლემა აქვს ქუთაისს და ვიღაცა მფლანგველის ვალების გასტუმრება სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრები ხართ ეს ჟურნალისტები რა, მასე მეცც ვიყიდი ნებისმიერ კლუბს და გავაკოტრებ რა პრობლემაა იხადოს მერე სახელმწიფომ ჩემი ვალები.
semi
26 სექტემბერი 2019 10:47
3
მერიამ რა უნდა ქნას? ბანკს უთხრას ფული არ ამოიღოო? თუ დაიჭიროს და გადაასახლოს მიწერ მოწერის უფლებიას გარეშე? 37 წელია?. ეხლა იტყვიან ჩაჩავამ შეჭამაო. თუ შეჭამა, მაშინ მისგან ამოიღოს კლუბმა სასამართლოს ძალით. თუმცა, დიდი ალბათობით ის თავს გაიმართლებს. მერე ატეხავთ ჟრიამულს შერჩევითი სამართალიო. გეუბნებით 90-ან წლებში ხართ ჩარჩენილი თქვენც და ყველა ვინც ფეხბურთში ტრიალებს. ამიტომაც არაფერი არ გვეშველება.
kaira
26 სექტემბერი 2019 10:40
3
გეთხნემბი და შემდეგ არჩევნებზე მთელი ქუთაისი ისევ ოცნების მერს და ოცენბის პარტიას აირჩევენ
dato
04 ოქტომბერი 2019 13:02
0
რას ერჩით ტორპედოს, რაგინდათ? რატომ ანადგურებთ კლუბს და კლავთ ფეხბურთს ამ მადლიან და სპორტულ ქალაქში?
ნუ დაშლით კლუბს, ნუ დაუშვებთ ტორპედოს დაშლას!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
26 სექტემბერი 2019 10:36
22
ვინ შლის ვიინ? ვინც შლის მოხეულია კლუბიდან
შაკო
26 სექტემბერი 2019 11:53
0
ფეხბურთის თამაში რომ არ იცით, ტრაგი ტრაგიკომედია ეგ არის.
gocha
26 სექტემბერი 2019 10:27
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული