ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

კიდევ ერთი ტრაგიკომედია "ტორპედოში" - უეფას თანხას ბანკი წაიღებს...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, ამავდროულად, საქართველოს თასის მეოთხედფინალშია და ამ კლუბს კვლავ აქვს შანსი, ევროტურნირების შესარჩევში მოხვდეს. მაგრამ რა უნდა იქ, თუ კლუბი, ფაქტობრივად, არ არსებობს და დაშლის პირასაა?

"ტორპედოში" კიდევ ერთი ტრაგიკომედია ვითარდება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კლუბს მალე ევროთასების შესარჩევში მოპოვებული თანხა, 240 000 ევრო უნდა დაერიცხოს, მაგრამ ეს ფული ფეხბურთელების ხელფასებში არ წავა.

კლუბს სამი მილიონი ვალი აქვს და უეფასგან დარიცხული ფული სესხის თანხას გამოაკლდება, ხოლო ფეხბურთელები კვლავ გაურკვევლობაში დარჩებიან. 

დგამს თუ არა რაიმე ქმედით ნაბიჯს ქუთაისის
მერია, რომ რაიმე სახით მოლაპარაკებები აწარმოოს ამ ფულის შესანარჩუნებლად? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე ნაკლებად ფიქრობენ და ჩვენი მცდელობა მათგან პასუხის მიღებისა, უშედეგოდ დასრულდა. ალბათ, საჭიროა მერიის წინ აქცია, რომ ყურადღება მოგაქციონ...

alt"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

altლევან კობიაშვილი "ტორპედოს" შესახებ: არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ კლუბში თანხები გაჩნდეს

ასევე დაგაინტერესებთ