გაუსაძლისი პირობები - "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და კლუბი სეზონის მიწურულს დაშლის პირასაა.

მიზეზად კი კლუბში არსებული მძიმე ფინანსური სიტუაცია და ამავდროულად, ბაზაზე მყოფი გაუსაძლისი პირობები დაასახელეს.

"ტორპედოს" გულშემატკივრები უკვე რამდენიმე თვეა მერიისაგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვდნენ, თუმცა სიტუაცია ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც კლუბის გადაბარების პროცესში "ტორპედოს" მემკვიდრეობით ზაალ ჩაჩავასგან 3 მილიონი ლარის ვალი ერგო.

ქუთაისის "ტორპედო" ამჟამად 40 ქულით მეხუთე ადგილზეა და ამავდროულად, საქართველოს თასის ნახევარფინალში იმყოფება. კლუბი ევროთასებზე გასვლის შანსს აქამდე ინარჩუნებდა.

თუ კლუბში არსებული სიტუაცია არ გამოსწორდება, "ტორპედომ" შეიძლება
"ზესტაფონის" ბედი გაიზიაროს.


altროინ კვასხვაძე: "ტორპედო" ჩვენს თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ..."

altკიდევ ერთი ტრაგიკომედია "ტორპედოში" - უეფას თანხას ბანკი წაიღებს...

alt"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

altეროვნული ლიგა. XXX ტური: "ლოკომოტივმა" "ტორპედოს" კირკიტაძის დუბლით სძლია და დაეწია [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 5 /
დღეს რომ . საქართველო . ქვეყნა . იყოს . არა სხვა რამ . პროკურატურა შევიდოდა იქ . მოთხოვდა ჩაჩავას მერს პასუხს კობიაშვილს
Dato . mogeladze
19:36 09-10-2019
1
ყველა ეგრე არ ვმუშაობთ ამ ქვეყანაში? დეპუტატებს კისერი რო აღარ უჩანთ, ქონებში აქვთ დამალული, ეგენი გვეტყვიან მერე ყველაფერს ვაკეთებთ ქვეყანა წინ რომ წავიდესო :) ასე რომ ტორპედოსი რა გაგვიკვირდა? გაიხედეთ ქუჩაში როგორ ცხოვრობს ხალხი
Star Lord
18:04 09-10-2019
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული