კახა ჩხეტიანი: "ტორპედოში" კატასტროფული მდგომარეობაა, ზოგმა ფეხბურთელმა უეფაში გვიჩივლა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კლუბში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"კატასტროფული მდგომარეობაა. წასული ფეხბურთელებიდან ზოგმა უეფაში გვიჩივლა და კლუბმა, შესაძლოა, ლიცენზირების პროცესი ვერ გაიაროს...

ამაზე უარესს დღეში ვერ ვიქნებით. ეს პიკია და იმედი მაქვს, დროულად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც გუნდს გვერდში დაუდგება და დაეხმარება.

ალბათ ასეთი რამ მხოლოდ ჩვენთან შეიძლება მოხდეს: როცა კლუბი აღმავლობის გზაზეა, ჩემპიონატისთვის ემზადება, ევროტურნირებისთვის 3-4 ფეხბურთელით გაძლიერებას საჭიროებს, სწორედ მაშინ იშლება უცებ ყველაფერი... ალბათ მთელ მსოფლიოში მსგავსი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება... სამწუხაროდ, მოხდა ჩვენთან!", -
თქვა ჩხეტიანმა კლუბის "ფეისბუქ-გვერდთან" საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ar mogbezrdat xalxs am visolze laparaki, visols sul ar undoda torpedo simartlea es zalit chetenes, da vari ver tkva aseti dro iko machin, chachava kide vin icoda ra prukti iko, rigitma mokalakem ra icis movida investori roca patroni ar kavda gunds aba ra unda etkva xalxs, kutaislebs ro adanachaulebt ak, icoda pederaciam da meriam kvelaperi da titi iket gaichviret, da torpedos kide nu adarebt sxva klubebs, sxva klubebma gaaketos rac kutaisurma gundma chezlo tavisi arsebobis manzilze da mere cheedaret,da kidev arcert kutaisels ar enaneba 30 tu 50 lari gundistvis magram araa mase sakme, im pegburtelebs kide romlebic chivian, pegburti escavlat kargad chivili ro iscavles, amitom kvelas tavisi saxeli kvia am kvekanaze, jer chivili ra cesieri kacis sakmea da mere aset mdgomareobachi mkop gunds ro uchivleb xo vapche ra, da vin micems puls , torpedo tu regionligachi gadava is vai momchivnebi mainc verapels ver miigeben, mokled zaan bevri mteri gamouchda torpedos, da mat sakuradgebod getkodit rames mara damblokaven, tumca tkven titonac mixvdebit
KUTAISELI
20 ოქტომბერი 2019 17:36
0
მე რითი უნდა დავეხმარო გუნდს ან კიდევ ჩემნაირები ოჯახებს ძვილვს ვარჩენთ, გუნდს უნდა დაეხმაროს შეძლებული ბიზნესმენები საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ბევრი არიან მაგრამ ყურს არავინ იპარტყუნებს, ერთმანეთის გატანა ჩვენ არ ვიცით ქართველებმა ვინმეს თუ გაუჭირდება ხელს არავინ გაუწვდის,და თუ რამე ფონდს შექმნიან ტორპედოს დასახმარებლად 30-50 ლარს გამოვნახავ და გადავრიცხავ ასე იზამს ბევრი ჩემნაირი, ახლა რაც შეეხება ვისოლს და ჩაჩავას როდესაც მოდიოდენ პირობებს იძლეოდენ თავიდან რაგაც სიკეთეები გააკეთეს ორივემ იძულებული ვიყავით რო დაგვეჯერებინათ აპა სხვა რა უნდა გვექნა, ეხლა რო ვინმე გამოჩდეს გუნდის გადასარჩენათ თვალდახუჭული უნდა ვენდოთ სხვა გამოსავალი არ აგვაქ.
ilia
20 ოქტომბერი 2019 12:35
0
ხო ყველაფერი ქენით რო ქუთაისური გუნდი გაგენადგურებიათ, მე ვერ დავიჯერებ იმას რო მერიას არ შეეძლო გუნდის დახმარება, რა ნამუსით გამოვა ქუთაისის მერი და ქალაქის სიყვარულზე დაიწყებს ლაპარაკს,ფედერაციაც არ იკლავს თავს, საერთოჯამშიგუნდის გადარჩენისთვის არავის არაფერი უღონია, თუ არ ჩავთვლით ჩხეტიანს და ერთეულ ადამიანებს, სავარაუდოთ გუნდს დააქვეითებენ და ტორპედო საერთოდ გაქრება, ქალაქისმერს მივმართავ ამის მერე რა ნამუსით უნდა მოგვმართოთ ქუთაისლებს რო მხარი დაგვიჭირეთ და გვერდში დაგვიდექითო ისე 20/20 ახლოვდება რო იცოდეთ პატივცემულებო ამ დროს უკვე გუნდი სადღაც მე-5 ლიგაში იქნება.
ilia
20 ოქტომბერი 2019 10:41
2
მე იმედი მაქვვს რომ ტორპედო წელს არ/ვერ გავარდება.
ხოლო ის ბიჭები კი ვისაც ახლა უცხადებს ჩხეტიანი ნდობას,ყველა უკლებლივ უნდა გადაიყვანოს მომავალი წლის ჩემპიონატში და დაუფასოს შრომა,მისცეს სტიმული და გაიზარდონ.
ისე კი სასტიკად სამწუხარო ამბავია რომ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში თითქმის 190 000 მოსახლეობით, სადაც ყველა მჯიღს ირტყავს მკერდში ტორპედო ტორპედოო და იმუქრება კლუბი არ გავარდეს თუ არა დედას გიტირებთ ყველასო, რატომ ჯიბეზე ხელი არავინ გაიკრა?გაჯობათ მთელს ქალაქს და მის უხერხემლო მერიას ჩაჩავამ. თუმცა მის მოსვლამდე იძახოდით მაგაზე კაცური კაცი ვინ მოვა ჯიბის ფულით გაუფორმებელ კლუბს ეხმარება და მიჰყიდეთ კლუბი მაგასო.მიჰყიდეს და რეზულტატიც სახეზეა.ისევე როგორც ვისოლზე იძახოდნენ მაგენი მოვიდნენ და ხელის გულზე ვატარებთო, მაგრამ სულ დედის გინება ჰქონდათ გამოწერილი ძმებ ფხაკაძეებს....
არ არის კაცური ამბავი როცა სხვას უჭირს და იმ დროს მას დასცინი.
მე რაც ზევით დავწერე ეს თანაგრძნობა და რელობის შეხსენებაა.
ხოლო ახლა რასაც დავწერ ეს არის საქციელის და თანაც უმსგავსოს შეხსენება:
2011 წელს სამტრედიას ისე უჭირდა რომ უარესი არ ვიცი რა უნდა ყოფილიყო, ჩხეტიანს ალბათ რომნ სცოდნოდა სამტრედიას ამბავი ამ ინტერვიუსად არ მისცემდა :) . საჭმელით და წინდებით, მაისურებით და კბილის ჯაგრისებით ეხმარებოდა რიგითი ისედაც გაჭირვებული თვითონ მოსახლეობა. ზესტაფონში 4-1 რომ წააგო იმ დღეს ქუთაისელმა "ბალელშიკებმა" ქილიკი დაიწყეს ინტერნეტის სხვადასხვა ფორუმებზე რომ რათ უნდა ისედაც სოფელს სამტრედიას კიდევ ასეთი სოფლის გუნდიო, თურმე წინდებს მოსახლეობა ყიდულობს მათთვისო, რა საჭიროა უფულო და გატყავებული კლუბი საერთოდო,ამას წერდნენ იმით შეგულიანებული რომ მულტიმილიონერი მეპატრონე ჰყავდათ.
ასეა ძმებო, ფეხბურთის სიყვარული და გულშემატკივრობა ეს მზესუმზირას კვნეტა არ არის და არავინ იცის კიდევ რომელი კლუბი რა დღეში ჩავარდება და თუ სიყვარული გამოძრავებს მაშინ მიუხედავად იმისა ვინ რამდენი მოიპარა, დღეს რომ უჭირს კლუბს ადექით და ჯიბეზე ხელი გაიკარით, როგორც ეს 'სოფელ სამტრედიაში" "სოფლის კლუბისათვის" ჰქნეს ადგილობრივებმა, "სოფლის კულტურის სახლში" შეიკრიბენ და რამდენიმე ათეული ათასი ლარი შეკრიბეს კლუბისათვის ( არ მახსოვს ზუსტად 29600 იყო თუ 19600).
მიხედეთ ტორპედოს, მისი არსებობა ფეხბურთს სჭირდება.ისევე როგორც სამტრედიასი და სხვების>
წელს სამწუხაროდ სამტრედია ვერ გადმოვა უმაღლეს ლიგაში,უფულობის გამო მას არა ჰყავს ისეთი ძლიერი კლუბი რომ სიონი, რუსთავი და სხვები გაიაროს.მაგრამ მათ იმდენი საარსებო თანხა კი აქვთ რომ მეორე ლიგაში ყველასათვის მრისხანე ძალა იყვნენ, სჯობს იქ იყვნენ ლიდერები ვიდრე უმაღლესში ყველას საცემი.

მოდერატორ, მაგარი უსინდისობა მოგივა თუ ამ კომენტარს არ გაუშვებ!
jango
20 ოქტომბერი 2019 10:31
1
ეხლა იტყვის ვინმე არ არიან ამ საქმეში გარეული არც მერია არც საფეხბურთო ხალხი.შე დალოცვილო ტიპი მოვიდა თამაშებიტ უნდოდა ფულის კეტება.ეს არ იცოდნენ დადგა ცენები სპორტსმენები ყოფილი ფეხბურთელი ჩაიყვანა ვითომ ძალიან ეჯერატ იმათაც.ჩაუდეს ხელში ეს გუნდი ანდა მერიაში ისე მიცეს ტიპს გუნდი არც დეპოზიტზე ედო თანხა ეს რო აეცილებინათ არც მისი ფინანსური შესაზლებლობები გარკვიეს.ესე მეც ყველა მივა და მაიტა გუნდიო.80% სიბინძურეშია გარეული ყოფილი ფეხბურთელები!ზოგი ტვალს ხუჩავს ზოგს აწყობს და ასე შემდეგ.მერიას უნდა გადახიო ჩაჩავა თავზე.ვერაფერს ვერ უშვებიან იმიტომ რომ ისინიც გარეულები იყვნენ ამ საქმეში.პირდაპირ ვიძახი თამაშების ჩაწყობისტვის იყო მოსული ვერ გამოუვიდა.რატომ? იმიტომ რომ ცჰხეტიანი წესიერი კაცია ყველამ ვიციტ ეს ამბავი.ან რა სურატი აკ ტიპს სახეზე ეტყობოდა ვინც იყო!!!ეხლა წერეტ და იყავიტ კი განადგურდა გუნდი.
misa
20 ოქტომბერი 2019 05:02
1
უთაურმა ჩაჩავამ დაღუპა ტოროედო.
გია
19 ოქტომბერი 2019 21:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული