ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXXI ტური: ცუდ დღეში მყოფი "ტორპედო" "საბურთალოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
19 ოქტომბერს წყალტუბოში ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "საბურთალოს" შორის ეროვნული ლიგის XXXI ტურის მატჩი გაიმართა.

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფმა "ტორპედომ" ანგარიშით 0:2 წააგო. პირველი გოლი გიორგი აბზიანიძემ საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო მეორე გოლი ანგარიშზე გიორგი დიასამიძემ შეაგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ "საბურთალოს" 60 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე, ხოლო "ტორპედო" 40 ქულით მეხუთეა.

წყალტუბო. 26 მაისის სტატიდონი
ტორპედო-საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 გიორგი აბზიანიძე (ავტ. 48), 0:2 გიორგი დიასამიძე (60)

ტორპედო. 5-4-1: დავით ასათიანი, ოთარ აფრიდონიძე, მურთაზ სანებლიძე, აკაკი მელაძე, გურამ დეისაძე, ლუკა
ფიფია, გიორგი აბზიანიძე, მათე აბულაძე, თამაზ შარვაშიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ნიკა ქორიძე

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

საბურთალო. 4-4-2: ომარ მიგინეიშვილი, ნიკა სანდოხაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი დიასამიძე, ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, ანტე გი, ოგნიენ როლოვიჩი, თორნიკე გორგიაშვილი

მთ. მწვთნელი. გიორგი ჭიაბრიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ