
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/
ქუთაისის "ტორპედოს" თბილისის "საბურთალოსთან" გამართული მატჩის განაცხადში 13 წლის მეკარე ჰყავდა - სოსო კოპალიანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ქუთაისელთა გუნდის უმაღლესი ლიგის განაცხადში მოხვდა.
"ტორპედოს" რიგებში 15-16 წლის ახალგაზრდები ჭარბობდნენ და 18-კაციანი სამატჩო განაცხადიდან მხოლოდ 7 ფეხბურთელი არის სრულწლოვანი.
მოგეხსენებათ, მეორე გუნდიდან "ტორპედოს" ფეხბურთელების დამატების უფლება არ ჰქონდა და კახა ჩხეტიანი იძულებული იყო მოთამაშეები ახალგაზრდული გუნდიდან გამოეყვანა მოედანზე.