"ტორპედოს" "საბურთალოსთან" მატჩის განაცხადში 13 წლის მეკარე ჰყავდა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

ქუთაისის "ტორპედოს" თბილისის "საბურთალოსთან" გამართული მატჩის განაცხადში 13 წლის მეკარე ჰყავდა - სოსო კოპალიანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ქუთაისელთა გუნდის უმაღლესი ლიგის განაცხადში მოხვდა. 

"ტორპედოს" რიგებში 15-16 წლის ახალგაზრდები ჭარბობდნენ და 18-კაციანი სამატჩო განაცხადიდან მხოლოდ 7 ფეხბურთელი არის სრულწლოვანი. 

მოგეხსენებათ, მეორე გუნდიდან "ტორპედოს" ფეხბურთელების დამატების უფლება არ ჰქონდა და კახა ჩხეტიანი იძულებული იყო მოთამაშეები ახალგაზრდული გუნდიდან გამოეყვანა მოედანზე. 

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრი კაცია ჩხეტიანი
გოჩა
20 ოქტომბერი 2019 11:01
0
ირონიით არ ვლაპარაკობ მაგრამ ის ფეხბურთელები რომლებმაც ახლახან გუნდი დატოვეს ზამტრამდე ფორმაში ყოფნა არ უნდათ?
სად უნდა ივარჯიშონ? ან სად უნდა იმუშაონ? სტროიკაზე ალბათ ხო ? მე როგორც ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი გული მტკივა რო ჩვენს თვალწინ ტორპედო იშლება (იშლება რა დაშლილიც ასეტი მინახავს) მთავარია გუნდმა არსებობა არ შეწყვიტოს თორე ეს უკვე ქართული ფეხბურთის ტრაგედია იქნება(((
გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას და ამ გაჭირვებიდან ამოსვლას როგორც კლუბს ისე ქუთაისელებს
gio gio
19 ოქტომბერი 2019 20:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული