ეროვნული ლიგა. XXXII ტური: ბათუმის "დინამომ" შესაძლოა, "ვიტ ჯორჯიასთან" ოქრო დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" ვერ დაამარცხა და ფრე 1:1 ეთამაშა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს, საჯარიმოში ბურთი სტუმართა გუნდის მცველ სეხნიაშვილს მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ფლამარიონის შესრულებული თერთმეტმეტრიანი ისერგიშვილმა მოიგერია, მაგრამ ყველას ჯიღაურმა დაასწრო და ანგარიში გახსნა.

ზღვისპირელებმა ამის შემდეგ არაერთი მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც: 87-ე წუთზე საჯარიმოდან აწეულ ბურთზე სეხნიაშვილმა იმარჯვა და თავით ალავიძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ბოლოს "დინამო" შტურმზე გადავიდა, თევდორაძის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში ისერგიშვილმა მოიგერია, ჯიღაურმა
კი სამიოდ მეტრიდან ვერ უწია მიზანს და 1:1.

ბათუმის "დინამო" 64 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსანი თბილისის "დინამო" 2 ქულით ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე მყოფი "საბურთალო" 4 ქულით და 27 ოქტომბერს ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.

მოკლედ, ჩემპიონატის დაძაბული ფინიში გველის.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ვიტ ჯორჯია 1:1
გოლები: 1:0 ჯამბულ ჯიღაური (3), 1:1 ზურაბ სეხნიაშვილი (86)
გამოუყენებელი პენალტი: ჯოვინო ფლამარიონი (3)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), მამუკა კობახიძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯამბულ ჯიღაური, გიული მანჯგალაძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 88), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ჯოვინო ფლამარიონი (ვალერიან თევდორაძე 75), ვლადიმერ დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): ლევან ისერგიშვილი, დავით კიკალიშვილი, ანდრო ნემსაძე, ლუკა თათხაშვილი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ლუკა ვარძელაშვილი (ნიკოლოზ აბულაძე 88), ირაკლი ზარიძე, ლაშა ნანობაშვილი (ბექა აშორდია 75), თამაზ მაქაცარია (დიმიტრი ხუციანიძე 81), ზურაბ მუსელიანი, თორნიკე მუზაშვილი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯერ არაფერი დაკარგული არა არის ბრძოლა ბოლომდეა,მთავარია სულით არ დაეცეთ!
gogia
11:14 26-10-2019
1
ყომარობენ.ყომარობენ.ერთი და იგივე ხელწერა ტოტალიზატორის.დააკვირდით ევროპაშიც თუ იგივე არ ხდება ბოლო ტურებში. შეგიძლიათ არქივი ამოსწიოთ
გრიგოლ1408
01:50 26-10-2019
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული