ეროვნული ლიგა: "საბურთალოსა" და "დინამოს" ფრე ბათუმელთა სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო:facebook.com/DINAMOTB

დღეს, 27 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" შორის და ძალიან ბევრი მომენტის მიუხედავად გუნდებმა  გოლების გატანა ვერ შეძლეს. 

შეხვედრაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა "საბურთალოს". გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა "დინამოს" კართან უამრავი მომენტი შექმნა, თუმცა მეტოქის ესპანელ მეკარე პერალესს ვერ აჯობა. პერალესმა რამდენიმე საოცარი ბურთი მოიგერია და სწორედ მისი დამსახურებით მოიპოვა "დინამომ" მნიშვნელოვანი ქულა.

თამაშის ბოლო წუთებში "დინამოც" გააქტიურდა, რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს კუპატაძის კარს, თუმცა გოლი ვერც მათ გაიტანეს. 

ამ შეხვედრის შემდეგ პირველ
ადგილზე ბათუმის "დინამო" დარჩა 64 ქულით. მეორე ადგილზე თბილისელი დინამოელები არიან 63 ქულით. ხოლო "საბურთალოს" 61 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

altეროვნული ლიგა. XXXII ტური: "საბურთალო" - "დინამო თბ" [LIVE]

altეროვნულ ლიგაში დასარჩენად ბრძოლა გრძელდება: "რუსთავმა" "ტორპედო" დაამარცხა


მკითხველის კომენტარები / 3 /
"საბურთალო" არ თმობს, ჩემპიონობამ ხეირი მოუტანა, კიდევ უნდა.
gela 67
10:45 01-11-2019
0
მიუხედავად იმისა რომ 0-0 დასრულდა ეს იყო ერთ ერთი საუკეთესო თამაში ამ ჩემპიონატში სახიფათო მომენტები დინამიკა სისწაფები ტემპი ყველაფერი იყო ამ შეხვედრაში ფეხბურთელები განსაკუთრებით საბურთალოს მოთამაშები თავდაუზოგავად თამაშობდნენ მონდომება მოგების სურვილი ჩანდა ამ თამასში უამრავი თამაშია სადაც უბრალოდ ფეხბურთელები დადიან სტადიონზე ამ თამაშს რომ ვუყურებდი ისეთი სისწრაფები იყოო რომ მეგონა პრემიერ ლიგის ერთ ერთი შეხვედრა იყო ისე სწრაფად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე იმედი მაქვს მომავალშიც იქნება ბევრი ასეთი კარგი შეხვედრა.
Giorgi
23:50 27-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული