ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"აინტრახტის" პირობები "ტორპედოს" გამოსყიდვასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ყველასათვის ცნობილია, თუ რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ქუთაისის "ტორპედო", რომლის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ კლუბის შეძენა გერმანელ ინვესტორებს სურთ.

გუნდის გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანულ მხარეს ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდგომში მდგომარეობს:

1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის
აღზრდილებიც მოირგებენ.

ასევე დაგაინტერესებთ