ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"დავალიანების შესახებ საუბარი არ ყოფილა" - ქუთაისის მერიის პოზიცია "ტორპედოზე"

AutoSharing Option
გერმანელების 4-პუნქტიანი პირობის შესახებ "ტორპედოს" ქომაგების "ფეისბუქიდან" გახდა ცნობილი. თუმცა, როგორია ქუთაისის მერიის პოზიცია, ამის შესახებ გამგეობის პრესსამსახურისგან მივიღეთ ინფორმაცია.

"ამ ეტაპზე შეხვედრები იყო გერმანული კლუბის წარმომადგენლებთან. ჩამოსულები იყვნენ და შეხვდნენ ქუთაისის მერის მოადგილეებს. გერმანელები დაინტერესებულნი არიან კლუბ "ტორპედო ქუთაისით", კლუბის სტადიონით და საწვრთნელი ბაზით. ასევე, სურთ აიღონ ორი მოედანი, სადაც საფეხბურთო სკოლას და აკადემიას მოაწყობენ.

რაც შეეხება დავალიანების თემას, ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარი გერმანულ მხარესთან არ ყოფილა. მათ მოითხოვეს და ჩვენ გადავეცით ფინანსური დოკუმენტები. გაეცნობიან ამ დოკუმენტებს და გვეტყვიან
თავიანთ პოზიციას.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდმა გააგრძელოს არსებობა, თამაში. თუ სხვა ვინმეც დაინტერესდება ქუთაისური გუნდით, ჩვენ ყველას შევხვდებით, განვიხილავთ მათ წინადადებებს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ინვესტორებისადმი არის ის, რომ გუნდმა გააგრძელოს ფუნქციონირება და აიღოს ლიცენზია", - განაცხადა ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგაძემ.

რეალური სიტუაციიდან გამომდინარე კი, ჯერ დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა, თუ მერია სტადიონს და ბაზას გადასცემს, გერმანელებს დავალიანებაზე არ უნდა ჰქონდეთ საწუწუნო. თანაც, საქმე სასამართლოშია და რაღაც პერიოდის შემდეგ ამ თანხის დაბრუნებაც შეიძლება მოხდეს.

alt"აინტრახტის" პირობები "ტორპედოს" გამოსყიდვასთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ