საკამათო ეპიზოდი "ჩიხურა"-"დინამოს" მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" შორის ეროვნული ლიგის 33-ე ტურში საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა.

შეხვედრის 27-ე წუთზე, დვალიშვილის დარტყმის შემდეგ საჩხერელთა მცველს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა ეს მომენტი ვერ შენიშნა და პენალტი არ დანიშნა.

გარდა ამისა, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვინო ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რა დროსაც საჯარიმოს გარეთ აშკარა წესების დარღვევით შეაჩერეს, თუმცა ამჯერადაც მსაჯი დუმდა.

შეგახსენებთ, რომ "ჩიხურამ" ბათუმის "დინამო" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოში ფეხბურთს არაფერი ეშველება ვინც გამოჩდება რეგიონებში კლუბს დააფინანსებს კველა გარბის შემდედ
maxo
01 ნოემბერი 2019 20:25
0
მსაჯმა ანიშნა რომ იდაყვიაო :))) იდაყვი ხელი არ არის?? აი, ამისთანები რომ გყავთ კომენტატორებად და ასეთივე პროფესიონალები ყველგან, იმიტომაც გაქვთ შესაბამისი ფეხბურთიც.
odala
01 ნოემბერი 2019 17:36
1
სტადიონია თუ ყანა? ძლივს ნორმალური ადამიანი გამოჩნდა და ისიც გააქციეთ.. მაგარ შარშია ქართული ფეხბურთი
დათო
01 ნოემბერი 2019 17:33
0
აი თუნდაც ჯოვინოს წაქცევისთვის გასაძევებელი იყო და ჯარიმაც კი არ დანიშნა. უცხოელი მსაჯები გვჭირდებაააააააააა. კიკალეიშვილს მივმართავ. რამდენი გადაგიხადეს ასეთი მსაჯობისთვის?
romani bejanidze
01 ნოემბერი 2019 16:43
2

სიახლეები პოპულარული