"რუსთავის" ფეხბურთელმა მეკარესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლნისის "სიონისა" და "რუსთავს" შორის ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩში სამწუხარო ფაქტი მოხდა.

პირველი ტაიმის ბოლოს რუსთაველთა ფეხბურთელი ლუკა იმნაძე და ოთო გოშაძე ერთმანეთს შეეჯახნენ. იმნაძე თავდაპირველად უგონოდ იყო, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ როგორც იქნა გონზე მოიყვანეს და მოედანი დაატოვებინეს. იმედია ფეხბურთელი მალე გამოჯნამრთელდება და მოედანს რაც შეეძლება მალე დაუბრუნდება.

რაც შეეხება ეპიზოდს, შედეგად პენალტი დაინიშნა, რომელიც ბექა ქავთარაძემ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ "სიონმა" 2:1 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს მეკარე მერამდენედ აკეთებს ასეთ რამეს,გასგდები იყო,მსაჯმა დაინდო,ამას ფედერაციაშიც უნდა მიაქციონ ყურადღება
gogia
02 ნოემბერი 2019 17:50
1
ამ გოშაძეს ასწავლეთ წესები თორე ვინმეს შეიწირავს, მერამდენათ უნდა გააკეთოს ესეთი რამე?
s..s
02 ნოემბერი 2019 17:30
0

სიახლეები პოპულარული