ეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "დილა"-"საბურთალო" - უტევდნენ სტუმრები, გაჰქონდათ მასპინძლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში "დილამ" "საბურთალო" 2:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გუნდები ზედმეტად ფრთხილობდნენ, უინტერესო თამაში იყო და ერთადერთი მომენტი შეიქმნა, როდესაც 30-ე წუთზე ჩოჩიშვილმა კოხრეიძის დარტყმული ბურთი მოიგერია.

შესვენების შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ, შეუტიეს და ორჯერ შანსი შეცვლაზე შესულმა გიმ ვერ გამოიყენა. მატჩის დასასრულ, მასპინძლებმა იერიშებისთვისაც მოიცალეს. ჯერ კოვტალიუკმა ვერ გაიტანა გოლი, ხოლო შემდეგ ჩადუნელმა ნაკუთხურალ ბურთს კუპატაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში კი კოვტალიუკმაც გაიტანა და 2:0.

ამ შეხვედრის შემდეგ "საბურთალოს" საჩემპიონო შანსი კიდევ უფრო შემცირდა,
"დილა" კი პლეი-აუტის ზონას 3 ქულით დაშორდა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - საბურთალო 2:0
გოლები: 1:0 გია ჩადუნელი (86), 2:0 მიკოლა კოვტალიუკი (90+3)

დილა (5-3-2): გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, ბალგუ იენდეუნტი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), ალვინ ფორტესი (ალეფ სანტოსი 82), გიორგი კუცია (ნიკა გაგნიძე 70), ლევან ნონიკაშვილი (თენგიზ წიქარიძე 73), მიკოლა კოვტალიუკი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

საბურთალო (4-2-3-1): ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ნიკა სანდოხაძე, გიორგი რეხვიაშვილი, იური ტაბატაძე (ანტე გი 46), ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (ლუკა ლაკვეხელიანი 63), ოგნიენ როლოვიჩი (გიორგი გაბედავა 76), გიორგი კოხრეიძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიკვირს რატო დილას კარგ თამაშზე არავინ არაფერს ამბობს და კიდევ იმას რო დილას არანაკლებ უნდოდა 3 ქულა. წინ დილა!
s..s
03 ნოემბერი 2019 20:34
1
რა დილა რის დილა,ფული ბაბაია, ფული.
ზას.
04 ნოემბერი 2019 02:00
0
თავმოყვარე გუნდმა ესეთი თამაში რატო უნდა წააგო? :))) უი არარატი გამახსენდა )) არმენა გუნდი ხართ მართლა ))
სხვა რაკურსი
03 ნოემბერი 2019 19:59
1
ჩემპიონატში დიდი დაძაბულობაა,თითქოს ლიდერები სრული ძალით უნდა იბრძოდნენ ჩემპიონობისათვის,მაგრამ ვუყურებთ მატჩებს მათი მონაწილეობით და მრჩება შთაბეჭდილება,რომ მათ გაჩემპიონება არ უბდათ.ეშინიათ.ალბათ იმისი,რომ მომავალ წელს საბურთალოსავით სამარცხვვინოდ წააგებენ და მაყურებელს თავს შეაზიზღებენ.სხვას რას უნდა დავაბრალოთ ფინიშის სწორზე ლიდერების ასე უსუსრი თამაში?სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.
სოსო
03 ნოემბერი 2019 19:32
3
მადლობა დილა!!! ტორპედო გააგრძელე!)))
ბათუმის ფანი
03 ნოემბერი 2019 18:10
9
მაგის იმედი გქონდეს, მინიმუმ 4 გოლიანია ტორპედოს კარი დღეს................
gela 67
03 ნოემბერი 2019 19:43
0
წინ დინამო! რაის ბათუმი და საბურთალო!
dinamo
03 ნოემბერი 2019 18:13
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული