მამია გავაშელიშვილმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა სპეციალურად მისთვის შედგენილი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქით" ავრცელებს.

გავაშელიშვილი "ლოკომოტივის" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი გოლებით რეკორდსმენია. მან 2014-15 წლების სეზონში (პლეი-აუტების ჩათვლით) 47 გოლი გაიტანა.

24 წლის თავდამსხმელმა სეზონისთვის მზადება "ლოკომოტივთან" დაიწყო, მაგრამ იანვარში, სრულიად შემთხვევით, სამედიციონო შემოწმების გავლის დროს... საშინელი დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ თურქეთში მკურნალობდა.

საბოლოოდ გავაშელიშვილმა მძიმე დაავადება დაამარცხა და ფეხბურთს დაუბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული