ეროვნული ლიგა: "ტორპედომ" "დილასთან" გამარჯვება ხელიდან მატჩის მიწურულს გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ქუთაისის "ტორპედომ" წყალტუბოში გორის "დილა" მიიღო და შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1.

მატჩში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. "ტორპედო" 21-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

მეორე ნახევარში გორელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს მეტოქეს და მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 81-ე წუთზე თავი ალეფ სანტოსმა გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:1.

ამ თამაშის შემდეგ "დილამ" 42 ქულა მოაგროვა, "ტორპედომ" 41.  ქუთაისელები მე-7 ადგილზე არის და პლეი-აუტის ზონაში მყოფ ბოლნისის "სიონს" 3 ქულით
უსწრებენ.

ეროვნული ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.


წყალტუბო, 26 მაისის სახელობის სტადიონი

ქუთაისის "ტორპედო" - გორის "დილა" 1:1

გოლები: 1:0 კაპანაძე (21), 1:1 სანტოსი (81)

"ტორპედო": ლევან შოვნაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა (გოდერძი მაჩაიძე, 56), თამაზ ცეცხლაძე , ცოტნე მოსიაშვილი , თორნიკე კაპანაძე, ცოტნე ნადარაია, თემურ ჩოგაძე (გრიგოლ დოლიძე, 74), ზაზა ციცქიშვილი , თორნიკე გრიგალაშვილი, რაფაელ ჩუკვურა.

"დილა": გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ გიორბელიძე, გია ჩადუნელი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე, ალვინ ფორტესი (ალეფ სანტოსი, 46), გიორგი კუცია, ლევან ნონიკაშვილი (გურამ გოშთელიანი, 37), ბალგუ იენდეუნტი, მიკოლა კოვტალიუკი, ლევან ქურდაძე (თენგიზ წიქარიძე, 72).


ლევან შოვნაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, თამაზ ცეცხლაძე , ცოტნე მოსიაშვილი , თორნიკე კაპანაძე, ცოტნე ნადარაია, თემურ ჩოგაძე , ზაზა ციცქიშვილი , თორნიკე გრიგალაშვილი, რაფაელ ჩუკვურა

მკითხველის კომენტარები / 1 /
isev msajis checdoma iko meore burti ar chagvitvala, ras gverchian, chveni gvkopnis, torpedo tamachit mainc ar gavardeba da cheinarchunebs adgils eligachi, magram investori igvianebs da vali ki gasastumrebelia, es aris axla umtavresi problema torpedostvis, am kviris bolomde gvak dro, gainzerit kutaisis mtavroba da rogorc gindat ise gadaarchinet gundi , sxvis imedat nu dadgebit torpedo kutaisis gundia da kutaisis meriam unda daudges gverdit, tu arsebobs saertod mtavroba kutaischi, stadioni unda dagemtavrebiat, da arapeli araa gaketebuli, es sakme mainc moagvaret , gadadet sxva problemebi droebit da mixedet torpedos sanam droa , torpedo kutaiss ekutvnis da ise nu izamt daikargos amxela tradiciebis gundi, isedac chamorchenili liga gvak sakartvelochi da ak ro adgili saxvecni gagixdeba, usachveloa ra.
KUTAISELI
11 ნოემბერი 2019 14:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული