1.5 მილიონის ინვესტიცია ბათუმის "დინამოში" - აჭარულმა კლუბმა უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923

დღეს, 12 ნოემბერს, ბათუმის "დინამოსა" და სამშენებლო კომპანია "ეიჩ გრუპ ქონსტრაქშენს" შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.

უახლოეს მომავალში კომპანია კლუბში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებაა.

კლუბი ჩართული იქნება "ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის" ახალი პროექტის, "7 Heaven Residence"-ის მარკეტინგულ კამპანიაში.

ანგისას სპორტულ ბაზაზე დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და სამშენებლო კომპანია "ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის" დირექტორმა მაგამედ ჩაბიევმა მოაწერეს.

მომზადებულია facebook.com/DinamoBatumi1923-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 15 /
საოცარი ამბავია, მაგრამ ყველა კლუბმა უნდა მოახერხოს იგივე, მარტო ბიუჯეტის ფულის ჭამით წინ ვერ წავა ვერავინ.
Lasha
14 ნოემბერი 2019 12:35
0
კარგია გილოცავთ, ბათუმის ყველა წარმატება მიხარია მიუხედავად იმისა რომ ბათუმელი არ ავვარ, ქუთაისს ალბათ არ ეშველება არაფერი გერმანელები იყვენ დაინტერესებულები თავის პირობები ჰქონდათ სავარაუდოდ მერია მათ პირობებს არ Dათანხმდა და ისინიც არ ჩანან, ცუდია რო ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თუალსა და ხელსშუა გვენგრევა.
ilia
13 ნოემბერი 2019 15:24
1
აფსუს... ერთი ასეთი პატრონი ერთ სარაგბო კლუბს მაინც საქართველოში და ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგმებოდა რაგბის განვითარებაში...
პაატა
13 ნოემბერი 2019 04:56
2
გაცილებით მეტი ფული იხარჯება რაგბზე ვიდრე ბათუმის დინამოზე ამიტომ ნუ წუწუნებთ. 40 მილიონს წლიურად მარტო თი ბი სის ერთერთი განყოფილება გირიცხავთ!
ვაჟა
13 ნოემბერი 2019 10:47
0
კიდეც გახვრიტავენ ტვინს ბუმითა და პროექტით
G.l.
12 ნოემბერი 2019 19:09
21
რა ცუდად აქვს საქმე ქართულ ფეხბურთს,1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია რო გვემაყება
ბათუმელი
12 ნოემბერი 2019 19:07
12
მშვენიერია რაც უფრო მეტი თანხა ჩაიდება ქართულ ფეხბურთში მით უკეთესი, ვინც უნდა იყოს სპონსორი მნიშვნელობა არა აქვს. წარმატება ბათუმს.
G.LA
12 ნოემბერი 2019 18:42
0
ჯუღელმა კი არა რომელიღაც კეისარმა თქვა რომში აშენებული ფასიანი ტუალეტებიდან შემოსულ ფულზე, არმახსოვს რომელმა
Grisha
12 ნოემბერი 2019 21:38
2
ანუ, ფულს სუნი არ აქვსო, როგორც ჯუღელმა თქვა?
გიორგი
12 ნოემბერი 2019 21:20
4
არ დავეძებ ვინ იქნება სპონსირი მონღოლი თუ თათარი ოღონდ გრძელვადიან პერსპექტივაში ბათუმს ეშველოს და გულშემატკივრები რაც შეგვიძლია გვერდში დაუდგებით მე პირადად სამტრედიიდან ვარ და ყველა კაი წამოწყება მიხარია.
vova
12 ნოემბერი 2019 18:31
3
და რას გააკეთებს ეგ ერთჯერადი მილიონნახევარი, ტყუილად რაღაც საფეხბურთო პოხონდრიებისთვის უცხოელებს შემოიყვან იმ ბიზნესში, რომელშიც არ უნდა იყონ უცხოელები.
ddgfdf
12 ნოემბერი 2019 18:20
13
რა დროს ეიჩ ჩგინ ჩგან ჩგუა ეგაა, რომ რაღაც მაღალტექნოლოგიური კომპანიები მაინც იყოს უზბეკური სამშენებლო კომპანიაო, დაგვცინიან ეს დეგენერატები?
ddgfdf
12 ნოემბერი 2019 18:17
18
მილიონ ნახევარი ლარი არის ნახევარი მილიონი დოლარი რომლითაც ერთ ფეხბურთელსაც ვერ იყიდიიი.
s.s.
12 ნოემბერი 2019 18:09
14

სიახლეები პოპულარული