1.5 მილიონის ინვესტიცია ბათუმის "დინამოში" - აჭარულმა კლუბმა უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923

დღეს, 12 ნოემბერს, ბათუმის "დინამოსა" და სამშენებლო კომპანია "ეიჩ გრუპ ქონსტრაქშენს" შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.

უახლოეს მომავალში კომპანია კლუბში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებაა.

კლუბი ჩართული იქნება "ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის" ახალი პროექტის, "7 Heaven Residence"-ის მარკეტინგულ კამპანიაში.

ანგისას სპორტულ ბაზაზე დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და სამშენებლო კომპანია "ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის" დირექტორმა მაგამედ ჩაბიევმა მოაწერეს.

მომზადებულია facebook.com/DinamoBatumi1923-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 15 /
საოცარი ამბავია, მაგრამ ყველა კლუბმა უნდა მოახერხოს იგივე, მარტო ბიუჯეტის ფულის ჭამით წინ ვერ წავა ვერავინ.
Lasha
12:35 14-11-2019
0
კარგია გილოცავთ, ბათუმის ყველა წარმატება მიხარია მიუხედავად იმისა რომ ბათუმელი არ ავვარ, ქუთაისს ალბათ არ ეშველება არაფერი გერმანელები იყვენ დაინტერესებულები თავის პირობები ჰქონდათ სავარაუდოდ მერია მათ პირობებს არ Dათანხმდა და ისინიც არ ჩანან, ცუდია რო ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თუალსა და ხელსშუა გვენგრევა.
ilia
15:24 13-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული