ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

1.5 მილიონის ინვესტიცია ბათუმის "დინამოში" - აჭარულმა კლუბმა უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923

დღეს, 12 ნოემბერს, ბათუმის "დინამოსა" და სამშენებლო კომპანია "ეიჩ გრუპ ქონსტრაქშენს" შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.

უახლოეს მომავალში კომპანია კლუბში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებაა.

კლუბი ჩართული იქნება "ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის" ახალი პროექტის, "7 Heaven Residence"-ის მარკეტინგულ კამპანიაში.

ანგისას სპორტულ ბაზაზე დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და სამშენებლო კომპანია "ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის" დირექტორმა მაგამედ ჩაბიევმა მოაწერეს.

მომზადებულია facebook.com/DinamoBatumi1923-ის მიხედვით