მატჩების ჩაწყობა, ბანდიტები, 3000 დოლარი... - რუსმა მეკარემ ფოთის "კოლხეთში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
2018 წლის სეზონში ფოთის "კოლხეთის" შემადგენლობაში რუსმა მეკარე დენის კნიგამ 13 შეხვედრა ჩაატარა ეროვნული ლიგის ფარგლებში. ლეგიონერი მეკარე არც ისე ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა მას შემდეგ აღარსად უთამაშია და საფეხბურთო კარიერაც დაასრულა.

კნიგამ რუსულ საიტ sportsdaily.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საქართველოში თამაშის პერიოდი გაიხსენა, ყურადღება კი თამაშების ჩაწყობაზე გაამახვილა.

კნიგა ფოთის "კოლხეთში" 2018 წელს თამაშობდა და 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 3-ში კარი მშრალად შეინახა.

- "კოლხეთი"...
- დიახ, მე საქართველოში თამაშს დავთანხმდი. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ აგენტი ქართველებთან იმაზე მოლაპარაკებულა, რომ
მე თამაშების ჩაწყობაში მივიღებდი მონაწილეობას.

- ოჰო. ამის შესახებ როგორ გაიგე?
- აგენტს ვიღაც ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ის კლუბის გარშემო ტრიალებდა, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა. მოდიან ჩემთან ვიღაცები და მეუბნებიან: "დროა, ხვალისთვისაა საჭირო", მე კი ვუპასუხე, რომ ამას არ ვიზამდი. ის ტიპი კი იწყებს ახსნას: "ეს მე მოგაწყვე გუნდში. ჩემ გარეშე შენ აქ არ იქნებოდი!". მე კი ვეუბნები, რომ "საერთოდ არ გიცნობ!" გუნდის რუსი მოთამაშეები გაკვირვებულები იყვნენ, მეუბნებოდნენ, რომ ეს "სერიოზული პიროვნება" იყო საქართველოში.

- ბანდიტები?
- რაღაც მსგავსი. შემდეგ ვნახე, რომ რამდენიმე მატჩში "კოლხეთის" ფეხბურთელები ღიად მანიპულირებდნენ. იქ სრული ანარქია სუფევდა. აი, მაგალითად. მივდივარ შეკრებაზე და ერთი მწვრთნელია, ორი დღის შემდეგ - მეორე. და იცით, რა? 1 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. მესამე დანიშნეს, იტალიელი. მან დაიწყო მომზადების ახალი პროგრამის დანერგვა, ჩვენ კი უპატრონოებივით ვიყავით - უფორმოდ, ეკიპირების გარეშე. ზოგი ჯინსებით მოდიოდა ვარჯიშებზე, ზოგიც შორტებით.

- გუნდს მხოლოდ გარიგებული მატჩებისთვის ინარჩუნებდნენ?
- არ ვიცი. როცა მე მივედი, 6 ფეხბურთელი თამაშის გაყიდვაში დაადანაშაულეს. ყველა მათგანი გაუშვეს გუნდიდან. მე სათამაშოდ ჩავედი და ჩასაფრების ობიექტად ვიქეცი. თუმცა, მაინც კარგად ვითამაშე, რამდენჯერმე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ჩვენ შეგვეძლო ლიგაში დარჩენა, რომ არა...

- გარიგებების ორგანიზატორები?
- დიახ, ჩვენ შეგვეძლო ადგილის შენარჩუნება, რომ არა ხელმძღვანელობა. მე-2 ადგილს ქვევით მყოფ გუნდებთან არ ვაგებდით, მოგება-ფრე. გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად 2 ქულა გვრჩებოდა და შემდეგ უკვე ყველასთან წაგება დავიწყეთ. ავიღე პენალტი, შემდეგ გოლი გავუშვი ბოლო წუთზე. ამის შემდეგ ჩავალაგე ჩემოდანი და წამოვედი სახლში.

- შენ ხომ იცოდი, რომ გარიგებებში მონაწილე გუნდი იყო. შენ წინ მცველები თამაშობენ, რომლებსაც გაყიდული ჰქონდათ თამაში. შენ რატომ არ არკვევდი, ვისი ნდობა შეიძლებოდა?
- როგორ არ ვარკვევდი? ამის გამო ერთხელ ავტობუსში ვიჩხუბეთ კიდეც. მე რას შევცვლიდი? მე ლეგიონერი ვიყავი, მათ კი თავიანთი სისტემა ჰქონდათ.

- უარი გეთქვათ თამაშზე. აგეხსნათ: "არ მივიღებ მატჩებში მონაწილეობას, როცა მცველები გარიგებულნი არიან"...
- ღიად არავინ ყიდდა თამაშებს. მცველი უშვებდა შეცდომას, ვეკითხები - "ეს რა იყო?" ის კი მპასუხობს, რომ ყველაფერი კარგადაა. არავისთან არ მილაპარაკია.

- ის "სერიოზული პიროვნება" რამეს შეგპირდა გარიგების სანაცვლოდ? თუ, "ვალდებული" იყავი კონტრაქტის გაფორმების გამო?
- 3000 დოლარს შემპირდა 1 თამაშზე. მე უარი ვთქვი. მივწერე ჩემს აგენტს - "ეს რა ყ...ობაა? სად მომიყვანე?" მან მიპასუხა, არ ინერვიულო, უბრალოდ არ დათანხმდეო. ამ დროს ვფიქრობ, სად მომიყვანა...

altტრიბუნალმა დაკლებული ქულების აღდგენის თაობაზე "კოლხეთის" თხოვნა არ დააკმაყოფილა

altსაფეხბურთო დავების ტრიბუნალმა ფოთის "კოლხეთის" 3 ფეხბურთელს სასჯელი შეუმსუბუქა

altშედეგზე მანიპულირება - სფფ-მ "კოლხეთი" და გუნდის 5 ფეხბურთელი დასაჯა

altტრიბუნალმა კილასონიას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, გოგონაიას - არა

მკითხველის კომენტარები / 21 /
და ისე ხეჩიკაშვილი რო ამბობდა გამოძიება ვთხოვე უეფასო არ დაწყებულა კიდე?
ბოკინიო
24 იანვარი 2020 02:21
0
კობი არა შმობი, საქართველოში ყველა და ყველაფერი იყიდება.ფეხბურთელებს( ვაი ფეხბურთელები კი არიან, მაგრამ) რას ერჩი პარლამენტში დეპუტატების 100 &% მიყიდულია უწიგნურს და უნამუსოდ.
ჟორა
17 ნოემბერი 2019 00:12
0
მე დიდი ინტერესით ვუყურებ ეროვნულ ლიგას, ეხლა რა გამოდს რო ტყვილა ვუყურებ? ე.ი ყველა თამაში ჩაწყობილია?
გოჩა
16 ნოემბერი 2019 18:55
0
ფუ უზრდელი
სად არის ჩვენ ფეხბურთში კორუფცია
lsd
16 ნოემბერი 2019 14:09
2
რუსი უზრდელია, უნდა აგინო.
პუტინის ბრალია.
22 ნოემბერი 2019 11:24
0
ამაზე გამოძება არ უნდა დაიწყოს?
დინამო
16 ნოემბერი 2019 09:06
0
ეს ამხელა პატრიოტი ხალხი ამ ოკუპანტს ენდობით?? :)))))))
odala
16 ნოემბერი 2019 02:11
12
ეეეეეეეეეე!!!!!!!!!! ხომ გეუბნებოდით! ფითის კოლხეთი კი არა, 3000 დოლარად ქვეყნის გამგებელი, აი ისა, სიკო ჩემო ბატონო!!! სულ ზევით რომ ზის, ისიც კი მუხლებამდე ჩეიხდისთქვა, ხომ ჩეიხადა სიმონ?!!!
კ ო მ ბ ლ ე
16 ნოემბერი 2019 02:09
2
სადა ხართ აფერისტო კობი და კალა. ეჭვი არ მეპატებოდა რომ ჩაწყობა არის ყველა ჩვენს გუნდში. მარტო საბურთალოს წაგება რად ღირს ერევანთან.
ფეხბურთთან ერთად ყველა სფეროში ჩაწყობაა
ლაშა
16 ნოემბერი 2019 01:48
0
ვაი ჩვენს პატრონს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ კიდე გულები გვაგჯება რო ვაგებთ.ეგ საქმე მისახედი და გამოსაძიებელია ქვეყანას პატრონი რო ყავდეს
თემური
16 ნოემბერი 2019 01:23
0
ზზონდრეებს დაუძახეთ.
ZZZZZzz
16 ნოემბერი 2019 00:43
0

სიახლეები პოპულარული