იტალიელები და უკრაინელები... ჩვენ არჩევანის საშუალება არ გვაქვს - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაინაღდა, თუმცა რა სიტუაციაა სპონსორებთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად კლუბის დროებით მმართველს, თეიმურაზ ჩეჩელაშვილს დავუკავშირდით.

- უკვე ოფიციალურად გაირკვა, რომ "ტორპედო" ეროვნული ლიგის პლეი-აუტში არ მოხვდება. რაიმე ცვლილება ხომ არ არის სპონსორებთან დაკავშირებით?
- ყველა ელოდებოდა "ვიტ ჯორჯიასთან" თამაშს და აინტერესებდათ, დარჩებოდა თუ არა "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში. ახლა, როცა ეს გაირკვა, დღეიდან იტალიელებთან და უკრაინელებთან მოლაპარაკებები უკვე ხელახლა დაიწყება. იყო საუბარი ქალაქის მერთან, მალე შეხვედრა გაიმართება ფედერაციაში. ამის შემდეგ გააქტიურდება ყველაფერი. დროც აღარ არის, პირველში ბოლო ტურია
და შემდეგ ლიცენზიის მოსაპოვებლად ყველა პრობლემა უნდა მოგვარდეს.

- ანუ საბოლოოდ იტალიელები და უკრაინელები დარჩნენ?
- დიახ, ეგრეა. გერმანელები აღარ ჩანან ბოლო რამდენიმე ხანია. ვნახავთ, რა იქნება.

- უშუალოდ უკრაინული ბიზნესჯგუფი რას წარმოადგენს? ფეხბურთია მათი საქმიანობის სფერო თუ სხვა ბიზნესი აქვთ?
- ვერ გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ფეხბურთი მათი ძირითადი საქმიანობის სფერო არ არის, თუმცა საქმეში გარკვეულები არიან. ჯგუფში ჩართულია ერთი ქართველი, ქუთაისელი კაცი ავთანდილ ჭარხალაშვილი. ეს არის ფეხბურთის ძველი მოყვარული, ადრე სამოყვარულო გუნდშიც აქვს ნათამაშები. 68-69 წლის არის ეს კაცი ახლა, ფეხბურთზეა შეყვარებული და თავისი მეგობრები არიან უკრაინიდან.

- თქვენი გადმოსახედიდან, რომელი შემოთავაზებაა უფრო რეალური და რომელი იქნება უკეთესი კლუბისთვის?
- უკეთესს ვერ გეტყვით, მე მაგათი ფინანსური შესაძლებლობები არ ვიცი. უკეთესი, რა თქმა უნდა, ის არის, რომელსაც მეტი ფინანსური საშუალება აქვს და ფეხბურთი უყვარს. რომელიც უნდა იყოს, ამ წუთში ჩვენ არჩევანის საშუალებაც არ გვაქვს. ჩვენთვის ახლა მთავარია, ვინმე გამოჩნდეს, რომელიც გუნდს დააკომპლექტებს და მიიღებს ახალ გუნდს.

ის ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში გუნდს დაემატნენ, ყველას ხელშეკრულებას ვადა 10 დეკემბერს გასდის. ფაქტობრივად, გუნდი დაიშლება ისევ და ხელახლა იქნება შესაქმნელი. ვის გაუგრძელდება კონტრაქტი და ვინ დარჩება, ეს მომავალი სპონსორის და მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არავითარი ფინანსების ნაკლებობა არ არის პრობლემა, მითუმეტეს ტორპედოსთვის.. ისინი თვითონ ქმნიან ფინანსურ პრობლემებს... არ იციან გუნდის მართვა, მარტო ფულის ჯიბეში ჩადებაზე ფიქრობენ და არა გუნდზე... ყოველთვის ქუთაისის მოედანი გადაჭედილი იყო და იქნება... ამას ემატება ფედერაციის დახმარება.. თუ სწორად დახარჯავენ არავითარი ფინანსური პრობლემა არ ექნებათ.. ერთადერთი პრობლემა ეს არის აღებული ვალები, რომლებიც ასევე არასწორი მართვის გამო არასწორად დაიხარჯა თავის დროზე.. გამოსავალი არის წესიერი ხალხის მიყვანა გუნდში, ვინც თავისი საქმე იცის და არა უაზრო ინვესტორი რომელიც მე 5-ჯერ გააღატაკებს გუნდს!!!!
zura
28 ნოემბერი 2019 13:15
0
არსებობა კიარუნდა გააგრძელოს მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს, არსებობისთვის მყოფი გუნდების მეტი რაარის ჩვენ ჩემპიონატში, ტორპედო იმ სახელის და იმ ტრადიციების გუნდია , რომ მხოლოდ ცემპიონობა და დიდი ამბიციები უნდა გააგააჩნდეს, ასე რომ კეთილი ინებეთ და გუნდი ახალ სიმაღლეებზე აიყავნეთ არავითარი არსებობისთვის ბრძოლა, არსებობით გულშემატკივარიც აკრიფავს ფულს და არსებობას მაინც მოახერხებს, გნდი დაამსგავსეთ გუნდ და ნუ მიაკარებთ ისეთ ხალხ ვისაც ფეხბურთი და ქუთაისი არ უყვარს.
კოტე
27 ნოემბერი 2019 17:27
0
უგანდელებსაც დიდი სურვილი ჰქონიათ. ჯერ არ ხმაურდება, რომ მადრიდის რეალმა პერეხვატი არ გაუკეთოს და საქართველოში არ შემოიჭრას ფულის ჩასადებად. ტორპედოში მრავალმილიონიან ინვესტიციას დებენო უგანდელები..

ჯერი
27 ნოემბერი 2019 12:02
2
ამ კაცის საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაში მე ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს, თუმცა არ მომწონს "გერმანელები აღარ ჩანანო", რას ქვია აღარ ჩანან, მათ "ზელიონი" ბაზარში ხომ არ შეხვედრიან? ვისგანაც დაიწყო საუბრები იმ კაცის საშუალებით უნდა გაირკვეს რა მდგომარეობაა. მე ადრეც ავღნიშნე-გერმანულ მხარესთან მოლაპარაკებები ძნელიც არის და ადვილიც-ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ თუ რაიმე დასათმობია, მათთან ჯობია დათმობა. გასათვალისწინებელია ტორპედოს მძიმე რეალობა, რაც მის ფასს ამცირებს, ამდენად საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევანის დრო არა მგონია დადგეს.გუნდის ინტერესებზე დაყრდნობით დიდი გონიერებაა საჭირო. წარმატებული მოლაპარაკებების და ძლიერი სპონსორის მოლოდინში ველით ახალ ინფორმაციებს.
ნუგზარი
26 ნოემბერი 2019 19:34
1
sul ertia vinc ikneba, ogond gundma arseboba gaagrzelos , ukrainelebi vitom rato ara, upro nacnobi xalxia chventvis, tan kartvelia vigac biznesmeni magattan, tu scorad daadebieben xelchekrulebas da ise ara rogorc chachavas miugdes sajijgnad, kvelaperi detalurad unda ikos dacerili roca xelchekruleba ikneba, gamkidvel evropelebs kvela jobia, evropa ari sul gamkidveli gadamgdebi da t.........s mimcemi.magattan arc chveni kulturaa axlos da arc rcmena, ukrainelebi naxevari mainc kristiani martmadideblebi arian, tan ukrainas magari pizmomzadebis skola ak, da saertod martla archevanis sachvaleba argvak, vinc mova movides ogond droulad.
KUTAISELI
26 ნოემბერი 2019 16:13
8
იტალიელები ზღაპარი მგონია. არასანდო ხალხია და არც არავის უნახავს მაგენი. ისევ გერმანელები ან უკრაინლები მოვლენო ასეღი ხმები დადის და იმედი ვიქონიოთ თორემ გახდება ისევ ბიუჯეტის შესანახი ან დავიშლებით
ანრი
26 ნოემბერი 2019 14:34
1
Ogond ukrainelebi ara da vinc gindat...
Qomafi
26 ნოემბერი 2019 14:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული