თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში "ვიტ-ჯორჯიას" ლევან კუტალიასა და არფან დაფეს გატანილი გოლებით 2:0 მოუგეს, ხოლო ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა - 1:2. თბილისის "დინამომ" 75 ქულა დააგროვა, ხოლო ბათუმის "დინამომ" - 71 და მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.


ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი ლევან კუტალია გახდა 20 გატანილი გოლით, მეორე ადგილზე კი ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი გავიდა
17 გოლით.

თბილისის "ლოკომოტივმა" მე-4 პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა, რადგან თასის ფინალში "საბურთალოს" ეთამაშება, რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა.

თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია

მკითხველის კომენტარები / 33 /
ნათქვამია ენას ძვალი არა აქვსო...მე კი ერთს რომელიც ენას არ აჩერებდა შევპირდი:ისე დაგახეთქებ ექვს მძვალს დაგიმტვრევ და ექვსი თვე გიფსით გატარებ მეთქი!ორ მძვალში შევცდი მხოლოდ...
Jordan Beli
02 დეკემბერი 2019 16:47
1
ძალიან ცუდი რამ ხდება აქ და ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა თორე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ იქნება გამარჯვებული ჩვენ უსახურ პირველობაში ბიჭო რო შემოდიხარ და ქუთაისლებს და ქუთაისს აუგათ მოიხსენიებ რრა უფლება გაქ ან საიდან მოიტანე შე მართლა სიმონა რო ეს სიტყვა ქუთაისური ნარატივია ან რატო გაქვთ ეგეთი გართულება სოფლიდან ჩამოსულ ხალხზე ქალაქში როცა ათასი რჯულის ადამიანი სახლდება მაგ თბილიში და ხმას არიღებთ თბილისელი მარტო ხოხობი იყო და ისეც დაიბრიდა კარგა ხანია და ვინც თბილისელობას იბრალებს ყველა თავის დროზე პროვინციიდან ჩასულები არიან.ჯერ იყო სოფელი და მერე შენდებოდა ქალაქები.პირიქით არსად ყოფილა. და ბოლოს დინამო იყო სწორედაც საქართველოს ნაკრები და ვისაც ეს გეხამუშებათ ცივი წყალი დალიეთ რა.ან რითი ჯობიხარ იმ ქუთაისელს საერთოდ ზრდილობით ზნეობით თუ ოჯახიშვილობით რითი არაფლით უბრალოდ შემოდიხარ და ბალამუტობ იმირტო რო თავდა ბოლოს ვერ მოგიძებნიან ისე ხარ შეფუთული .იკამათეთ ფეხბურთზე რამდენიც გინდათ მაგრამ ნუ შეურაწყოფთ ქართველობას და მის კუთხეებს ამის უფლება არავის არააქ.ამის მერე ჩადიხართ მაგ ქუთაისში და დიდ სადღეგრძელოებს სვამთ ალბათ ქუთაისლების საამებლად იგივე ხალხი და ეგ იცით ხო რა საქციელიც არის.სიძეც თბილისელი მყავდა და დიშვილებიც თბილისელები არიან სვანეთისუბნელები და ეგეთი მარაზმი არცერთის ტვინში არ მოხარშულა და ენიდანაც არ გადმოსულა. ჩვენ ისედაც თითზე ჩამოსათვლელები ვართ დარჩენილი და შენი საფეხბურთო ემოცია იქ თამაშის დამთავრებისთანავე უნდა ჩააცხრო ქომაგობის კულტურა არასდროს ქონია ქართველობას იდეალური გასაგებია მაგრამ ეს იქ უნდა დარჩეს სტადიონზე და მის გარეთ არავითარ შემთხვევაში არუნდა გადმოვიდეს.
zaza
02 დეკემბერი 2019 14:44
2
მიულოცავ თბილისურ დინამოს ჩემპიონობას,ბათუმის დინამოს ვცე-ჩემპიონობას და საბურთალოს III ადგილს.წარმატებებს ვუსურვებ სამივე გუნდს ევროსარბიელზე.მომავალში უკეთესი ეროვნული ჩემპიონატისთვის მეყურებინოს!!!
ახლა მთავარი და გადამწყვეტია მარტში ორი უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგება!!!
koka
02 დეკემბერი 2019 13:19
1
პატიოსან ბრძოლაში გამარჯვება არის ღირსეული გამარჯვება და ამავე ბრძოლაში წაგება ღირსეული წაგება.
თბილისის დინამოს რომ აჩუქეს ეს ჩემპიონობა ორი აზრი არ არის და საბურთალოსთან და დილასთან თამაშებში აშკარად თვალშისაცემი იყო. დანარჩენი სიტუაცია კი თვალის ახვევაა თუნდაც ის რომ ჩემპიონატის ლიდერი ბათუმი 5 თამაშს აგებს და ბოლო თამაშიც წააგო, რადგან არ გეთქვა რომ მხოლოდ ჩიხურასთან მსაჯების ხელშეწყობით წაგება რომ არა პირველზე იქნებოდა გუნდიო. ეხლა სალაპარაკო აქვთ რომ 5 ქულითაა სხვაობა. არ მჯერა და ვერც დავიჯერებ. შიგნით უკეთ იციან რაც ხდება და კი აყვირდა ბათუმის დინამოს მფლობელი მაგრამ გააჩუმეს როგორმე.მაფიას დიდი ძალა აქვს.
იმედი გამიჩნდა და დავიწყე სტად ონზე სიარული მაგრამ ჩამიჯვეს იმედში. ეროვნული ჩემპიონატი მკვდარია. ფორმალურადაა და სახელად.
და ბოლოს.. ღირსეულად რომ ეთამაშა ყველას და მსაჯების ხელი არ ჩარეულიყო მეხუთე ადგილზეც არ მექნებოდა პრეტენზია,თუნდაც ბოლოზე. მაყურებელს ობიექტურობის განცდა უნდა დარჩეს. ამას მხოლოდ ბათუმის ფანი არ ამბობს.. სხვა კლუბის გულშემატკივრებიც ასე საუბრობენ
Batumeli
02 დეკემბერი 2019 12:40
5
მოკლედ: შენს ფანტაზიებს არ აქვს საზღვარი,
გასწი ბათუმელო და ნიავს მიეც
ფიქრი შენი შავად მღელვარი .
დინამო ღირსეული ჩემპიონია,თბილისის რათქმა. ერთ რამეში შეიძლება დაგეთანხმოს კაცი, რომ ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია. რაც გვაქვს ესაა. ბათუმი არ იყო საჩემპიონო გუნდი.
დავით 67
07 დეკემბერი 2019 03:24
0
დაიცადეთ დაფე ქუთაისელია ბუჯოო? არ ვიცოდი სიმონ...
დ.ფ.
02 დეკემბერი 2019 12:02
4
ბიჭო მთელი სოფელი თბილისში ხართ ჩამოსული.თბილისში თბილისელი აღარ დარჩა და ვინ უნდა უბალელშიკოს გუნდს
გრიგოლ1408
02 დეკემბერი 2019 02:50
18
საქართველოს ჩემპიოეი არაფრად ღირს, როცა შედეგს მიაღწევთ ევროპაში მაშინ მოვა 1000ზე მეტი, წინასწარ ჩაწყობილ ჩემპიონატზე ხალზი არ ივლის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოიგებს თბილისი ბათუმი ხაშური თუ წნორი
Smith
02 დეკემბერი 2019 00:37
4
გილოცავთ დინამო თბილისის ფანობას 17-ე ჩემპიონობას,ქართულ გუნდებს ვუსურვებ წარმატებას ევროთასებზე
ბათუმის ფანი
01 დეკემბერი 2019 23:55
1
მართლაც ნამუსიც კარგი საქონელიაო,რამ დაგბოღმათ ასე ვითომდაც დინამო თბ.საქართველოს ფლაგმანი საფეხბურთო კლუბი არ იყოს,ანდა ვინ დაუშალა ბათუმს მოეგო თავისი მატჩები, თუნდაც დღეს ლოკომოტივთან,ხოლო მაყურებლებს რაგ შეეხება თქვენს ადგილძე საერთოდ ხმას არ გავიღებდი, თუ 2000-3000 კაცის მისვლა სტადიონზე და მეტოქე ფეხბურთელების მსაჯებისა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრობლების ყველა ბრუნვაში ცოლშვილის გინება 90 წთ. გულშემატკივრობაა, მაშინ რაზე ვსაუბრობთ.
ტარასი
01 დეკემბერი 2019 23:36
3
ra mogidviat enaze liverpuli davamarcxeto, ki batono mec meamakeba ro rodesgac kartvelebma liverpuli daamarcxa da ara marto liverpuli, magram is dinamo tbilisi machin iko sakartvelos nakrebi da ara tbilisis gundi., torpedos rac cheexeba zalit dachales aba ra knes da mere es dachlili torpedoelebi sadac agmochden kvelam naxa, dapes tbilischi samedicino daskvna dauceres guli acuxebso. daprinavs kaci 5 kopili torpedoeli gaxda chempioni da kvela ziritadis motamachea meti ragazea saubari.
KUTAISELI
01 დეკემბერი 2019 23:23
8
ის დინამო რომ იყო საქართველოს ნაკრები, ამ ტორპედოში რამდენი ქუთაისელი თამაშობდა ან თამაშობს? ეს სულელური ლაპარაკი რატომგიყვართ? რა გინდათ სულ ქუთაისელები არიან ტორპედოში? თუნდაც კალათბურთი აიღეთ,ტვინი წაიღეთ და როცა თქვენი გუნდი რამე შედეგს აღწევს ნახევარი გუნდი თბილისელებითაა დაკომპლექტებული...
ზურა
02 დეკემბერი 2019 06:32
2

სიახლეები პოპულარული