ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში "ვიტ-ჯორჯიას" ლევან კუტალიასა და არფან დაფეს გატანილი გოლებით 2:0 მოუგეს, ხოლო ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა - 1:2. თბილისის "დინამომ" 75 ქულა დააგროვა, ხოლო ბათუმის "დინამომ" - 71 და მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.


ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი ლევან კუტალია გახდა 20 გატანილი გოლით, მეორე ადგილზე კი ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი გავიდა
17 გოლით.

თბილისის "ლოკომოტივმა" მე-4 პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა, რადგან თასის ფინალში "საბურთალოს" ეთამაშება, რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა.

თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია

ასევე დაგაინტერესებთ