as: თბილისის "დინამო" გუნდის ლეგენდის, ჩისკოს ხელმძღვანელობით ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა as-მა მკითხველს აუწყა, რომ საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" გახდა და ამაში მათმა თანამემამულე მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა შეიტანა წვლილი.

გამოცემის ჟურნალისტი მარტინ მანჩონი წერს, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ დედაქალაქური გუნდი ოქროს მედლებს დაეუფლა.

"თბილისის "დინამო" კვლავ ჩემპიონია. სამწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მისი ლეგენდის, ჩისკო მუნიოსის და ფელის ვისენტეს (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე და ფიზიკური მომზადების მწვრთნელი) ხელმძღვანელობით მეჩვიდმეტედ მოიპოვა ოქროს მედლები. ეს მწვრთნელის რანგში ჩისკოს დებიუტი იყო.

ბალეარელი "დინამოში" სამწელიწადნახევარი თამაშობდა, 77 გოლი და 33 საგოლე
გადაცემა მიითვალა,  ორჯერ გახდა ჩემპიონი, საქართველოში გასული წლის იანვარში დაბრუნდა, ხოლო 11 თვის შემდეგ მესამე ტიტული მოიგო - პირველი მას შემდეგ, რაც 2016 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

ვალენსიელი ვისენტე აქამდე "ლევანტესა" და "ალმერიაში" მუშაობდა. საჩემპიონო სეზონში "დინამოს" ღირსებას 4 ესპანელი იცავდა, თუმცა მხოლოდ ორმა იზეიმა ტიტულის მოგება: ფრან კარბიამ და სერხიო ნოჩემ გუნდი მაისში დატოვეს, მეკარე ხოსე პერალესმა და ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ მონხილმა კი "ვიტ ჯორჯიასთან" გადამწყვეტ მატჩში მიიღეს მონაწილეობა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
რატო არის ლეგენდა ვერ ვხვდები
4
ევრო შესარჩევის დროს გამოჩნდება თეთრი და შავი Truck-ი. გახდე საქართველოს ჩემპიონი ბევრს არაფერს ნიშნავს. მითუმეტეს ყომარის ფონზე, მაფია ტრიალებს მიდი მოვდივარ
გიორგი გორგაძე
01:52 03-12-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული