as: თბილისის "დინამო" გუნდის ლეგენდის, ჩისკოს ხელმძღვანელობით ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა as-მა მკითხველს აუწყა, რომ საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" გახდა და ამაში მათმა თანამემამულე მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა შეიტანა წვლილი.

გამოცემის ჟურნალისტი მარტინ მანჩონი წერს, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ დედაქალაქური გუნდი ოქროს მედლებს დაეუფლა.

"თბილისის "დინამო" კვლავ ჩემპიონია. სამწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მისი ლეგენდის, ჩისკო მუნიოსის და ფელის ვისენტეს (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე და ფიზიკური მომზადების მწვრთნელი) ხელმძღვანელობით მეჩვიდმეტედ მოიპოვა ოქროს მედლები. ეს მწვრთნელის რანგში ჩისკოს დებიუტი იყო.

ბალეარელი "დინამოში" სამწელიწადნახევარი თამაშობდა, 77 გოლი და 33 საგოლე
გადაცემა მიითვალა,  ორჯერ გახდა ჩემპიონი, საქართველოში გასული წლის იანვარში დაბრუნდა, ხოლო 11 თვის შემდეგ მესამე ტიტული მოიგო - პირველი მას შემდეგ, რაც 2016 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

ვალენსიელი ვისენტე აქამდე "ლევანტესა" და "ალმერიაში" მუშაობდა. საჩემპიონო სეზონში "დინამოს" ღირსებას 4 ესპანელი იცავდა, თუმცა მხოლოდ ორმა იზეიმა ტიტულის მოგება: ფრან კარბიამ და სერხიო ნოჩემ გუნდი მაისში დატოვეს, მეკარე ხოსე პერალესმა და ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ მონხილმა კი "ვიტ ჯორჯიასთან" გადამწყვეტ მატჩში მიიღეს მონაწილეობა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თბილისის "დინამოს" ჰყავდა ჭეშმარიტი ლეგენდები. ცოცხალი ლეგენდებიც ჰყავს... ჩისკოზე ცოტა უხერხულია ლეგენდის ტიტული...
tngh
15:41 03-12-2019
1
როგორც ფეხბურთელი ჩიკო ჩვენი გუნდის ლეგენდად - სასაცილოა...როგორც მწვრთნელი - იმედი მაქვს და ღმერთმა ქნას
irakli
14:35 03-12-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული