ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

დინამოელები და სხვები - ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესოები დასახლდნენ

AutoSharing Option
ეროვნულმა ლიგამ "ფეისბუქზე" მეოთხე წრის საუკეთესოები დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა. მეორე ადგილზე ბათუმის "დინამო", ხოლო მესამეზე თბილისის "საბურთალო" გავიდა.

მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად თბილისის "დინამოს" თავკაცი ფელის ვისენტე გახდა. ვისენტეს ხელმძვანელობით "დინამომ" მეოთხე წრეში 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო.

ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად ასევე "დინამოს" წევრი მეკარე ხოსე პერალესი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ პერალესმა საერთო ჯამში ეროვნულ ლიგაში 2019 წელს 35 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაუშვა.

რაც შეეხება მეოთხე წრის სიმბოლურ
ნაკრებს ის ასე გამოიყურება:

მეკარე: ხოსე პერალეი (თბილისის დინამო)

მცველები: მამუკა კობახიძე (საბურთალო), ვიქტორ მონხილი (თბილისის დინამო), დავით უბილავა (ლოკომოტივი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო)

ნახევარმცველები: გიული მანჯგალაძე (ბათუმის დინამო), თეიმურაზ შონია (ლოკომოტივი), იური ტაბატაძე (საბურთალო), მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა)

თავდამსხმელები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის დინამო), ლევან კუტალია (თბილისის დინამო)

altas: თბილისის "დინამო" გუნდის ლეგენდის, ჩისკოს ხელმძღვანელობით ჩემპიონი გახდა

alt"დინამო" ჩემპიონია! - თბილისის ანძა ლურჯ და თეთრ ფერებში განათდა [VIDEO]

altჩისკო მუნიოსი: "დინამო" იზრდება და წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის

altასე იზეიმა თბილისის "დინამომ" ჩემპიონობა [VIDEO]

altგია გეგუჩაძე: რაც დავიმსახურეთ, იმ ადგილზე ვიმყოფებით - ჩემპიონობაც მოვა