გიორგი ჭიაბრიშვილი: როცა უმაღლეს მწვერვალს მიაღწევ, მომდევნო წელი უფრო რთულია

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" ეროვნული ლიგა მესამე ადგილზე დაასრულა, ამავდროულად გავიდა საქართველოს თასის ფინალში და წლის ტიტულით დასრულებას გეგმავს.

სეზონის შესაფასებლად კლუბის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს დავუკავშირდით.

- როგორ შეაფასებდით ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონს? რამდენად კმაყოფილი ხართ? რა მოგეწონათ და რა არა?
- ჩემპიონობის შემდეგ ჩემპიონი, რომ ვერ ხდები კმაყოფილების გრძნობა არ გეუფლება. როცა უმაღლეს მწვერვალს მიაღწევ, მომდევნო წელი უფრო რთულია. შინაგანად გგონია, რომ რაღაცა ვერ გააკეთე და უკეთესის სურვილს ტოვებს. რეალურად კმაყოფილი ვარ ამ ჩემპიონატის, პირველი წელი იყო, როცა ჩვენ ევროტურნირებზე
გავედით.

რეალურად მთელი წელი შეუსვენებლად თამაში გამოგვივიდა. ევროტურნირებზეც, თასსა და ეროვნულ ლიგაშიც ბევრი მატჩები მოგვიწია, ამან განსაზღვრა ჩვენი საბოლოო ადგილი. მე ვფიქრობ ჩემპიონატში კარგად გამოვედით და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავდა, უბრალოდ არ ვიყავით არც ემოციურად და არც ფიზიკურად ამ ყველაფრისთვის მზად.

ევროპა ლიგის შემდეგ არასტაბილური მატჩები გამოგვივიდა, რადგან ამ ტურნირისთვის ვემზადებოდით, რაც ჩვენს თამაშს დაეტყო.

- მიუხედავად ამისა " საბურთალოს" ეროვნული ლიგის ბოლო წრეშიც ჰქონდა ჩემპიონობის მოპოვების შანსი, რის ხარჯზე შეძლო ეს კლუბმა და რამ შეუშალა ხელი?
- მეტოქეები საკმაოდ ძლიერი გვყავდა, არცერთი გუნდთან არ შეგეძლო თავისუფლად თამაში. რეალურად სუსტი მოწინააღმდეგე არცერთ მატჩში არ გვყოლია.

წლებია ეს გუნდი მოგვყავს და ვაშენებთ, ამ გუნდს შეუძლია ყველაფრისთვის გადაეწყოს და მოახდინოს ყველაფერზე ადაპტირება. გუნდს შესაძლოა უფრო ცუდი სეზონიც ჰქონოდა. ჩემპიონობისთვის რძოლის შანსი ბოლომდე გვქონდა და ამავდროულად გავედით თასის ფინალში და ეს მხოლოდ კარგ გუნდებს შეუძლია.

ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და ამით შევძელით ყველა ტიტულისთვის გვებრძოლა, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრეც გვქონდა ჩემპიონობის მოპოვების შანსი.

- როგორი იქნება კლუბის მომავალი, "საბურთალოში" ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა თამაშობს: გიორგი კოხრეიძე, ნიკა მალი, ლუკა ლაკვეხელიანი და ა.შ. გუნდი ახერხებს მათ შენარჩუნებას, თუ შეიძლება რაღაცები შეიცვალოს?
- სიამაყე მეუფლება ყოველთვის, როცა "საბურთალოში" ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელები თამაშობენ, ეს არის გუნდის კოზირი. ჩვენ ეს ფუფუნება გვაქვს. მაგალითად ბოლო მატჩებში გვყავდა მეორე გუნდიდან დაწინაურებული ფეხბურთელი, რომელსაც სულ ორი თამაში მოუწია და მან ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი.

მე როგორც მთავარ მწვრთნელს ეს კომფორტი ყოველთვის მქონდა, რომ შემეძლო მეორე გუნდიდან ამომეწია ფეხბურთელი და მას ძირითადში კარგად ეთამაშა.

სამომავლო გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, პირადად ჩემი მომავალიც გადაწყვეტილი არ არის, მეც კონტრაქტი მიმთავრდება. კლუბი როგორ დაალაგებს ფეხბურთელებთან ურთიერთობას და პირადად ჩემთანაც, ეს დღის წესრიგში დგას.

ერთი ვიცი, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და ყველა ლეგიონერს სჯობს. ჩვენ საქართველოში კარგი ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ მათ დრო სჭირდება და შემდეგ მოთხოვნადები ხდებიან. ჩვენ უნდა გავზარდოთ ფეხბურთელები, ბევრად უფრო კარგი ბაზა კეთდება, ვიდრე უცხოელების ჩამოყვანით.

- წინ თასის ფინალი გელოდებათ, როგორ ემზადებით ამ მატჩისთვის და რა მოლოდინები გაქვთ?
- ტიტულის მოგებით ძალიან ბევრი რამ იცვლება ადამიანთა ცხოვრებაში. ყველა ფეხბურთელი რომ ასრულებს კარიერას, მათ რა რჩებათ ან თუნდაც მწვრთნელებს? შენი ცხოვრება წარმატებული იყო თუ არა იზომება ტიტულებით. ეს არის ერთ-ერთი, ტიტული რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ჩაიწერება.

სერიოზულად და მაქსიმალური კონცენტრაციით ვემზადებით. "საბურთალოსთვის" ყველა ტიტული წარმატებაა. ჩვენ გვაქვს ამის შანსი და ყველაფერს გავაკეთებთ, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მოწინააღმდეგეზეც არის დამოკიდებული. ჩვენ ვიცით რომ არ დავიშურებთ ძალებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
არარატ არმენიამ რომ აგიყვანათ მწვერვალზე ალბათ იმას გულისხმობთ, პატივცემულო.Dდდდ
hhh
05 დეკემბერი 2019 13:39
1
ისე, არარატი მთაც არის და ალბათ მაგას გულისხმობთ მწვერვალს მივაღწიოთო რომ ბრძანებთ?! როდის ჩამოირეცხავს ქართული ფეხბურთი იმ სირცხვილს და შეურაცხყოფას რაც არარატთან მარცხით მიადგა. თუ ვერ ხვდებით საერთოდ არარატთან წაგება ქართველი გულშემატკივრისთვის რას ნიშნავდა?!
...........
04 დეკემბერი 2019 15:30
6
იმის ნაცვლად, რომ საერთო სახალხო საუკუნოვანი სირცხვილის შემდეგ რაც არარატთან გააკეთეთ, მართლა აგეღოთ პასუხისმგებლობა (არა მხოლოდ სიტყვით) და გადამდგარიყავით, წარმატებებზე და მწვერვალებზე გვესაუბრებით?! ან მაგრად ღადაობთ და გულშემატკივარი ვერ ხვდება, ან მართლა ვერ ხვდებით არარატთან!!! წაგება რას ნიშნავდა!!! ტყუილად ფიქრობთ რომ ამ სირცხვილს გულშემატკივარი დაივიწყებს, სულ ტყუილად.
წარმატება! მწვერვალი!
04 დეკემბერი 2019 15:21
7
საქართველოს ბანძი ჩემპიონატის მოგება თუ უმაღლესი მწვერვალია, ეს ყოფილა ლუქსემბურგის დუდელანჟის მწვრთნელობის კანდიდატი (ხუთეულში განიხილავენ რა)
ვახო
04 დეკემბერი 2019 14:57
6
ამბობენ, ბრაზილიამ ნახევარფინალი გაყიდაო გერმანიასთან 2014-ის მუნდიალზე. ოღონდ ვერ გავიგე, ალემანებს მიყიდა თუ ტოტალიზატორებს.
დავიჯერო, არავის არასდროს არაფერი გითამაშიათ, ყოველთვის ერთნაირად იგებდით და აგებდით? კარის ხაზიდან 1 მეტრში მდგომს, კარისთვის არ გადაგიცილებიათ?
მართლაც რომ ერთერთი ქართული კლუბია, სადაც მომავალზე ზრუნავენ, მართლაც რომ კლუბში მუშაობა მიდის. არარატთან წაგება კატასტროფა იყო. საშინელება. უარესი მხოლოდ რუსულ კლუბთან რომ იგივე დაგვმართნოდა - ის იქნებოდა. უეფა გამოძიებას უჩვენოთაც მშვენივრად იწყებს, თუ საეჭვო ფსონები (!) აღმოაჩინეს; და არა ანგარიშები. კარგები არიან საბურთალოელოები, სულ ახალგაზრდა ბიჭებია, შრომობენ, ვარჯიშობენ, თავს არ ზოგავენ. შედეგი ყველა თამაშში ვერასდროს ვერ იქნება. მოვა გამოცდილება, კლასი მოიმატებს და "არარატები" აღარ გამეორდება. მე ასე მწამს. წარმატებებს ვუსურვებ, კლუბს, გუნდს, მწვრთნელს, მთლიანად ქართულ ფეხბურთს.
alexandre
04 დეკემბერი 2019 14:36
5
ეეეხ, რა წარმატება?! სადა ბანაობთ?! არარტითან რაც იკადრეთ, უნდა დაგეწყოო ინტერვიუ ბიდიშით! უკან პასები, უაზროდ აკიდებული პენალი, რო არ დარბოდნენ ეგეც, ეს ყველაფერი კი არ დაგვავიწყდა!!! / ჩემნაირ გიჟებს ეჯერათ რო მოვიგებდით და არაფერს არ იკადრებდით, თორე ყველასგან ისმოდა რო შერუფთანაც წააგებდით, და არარატტთანაც,, ///ჩვენზე უკეთესი გუნდები რომ ყოფილიყვნენ კიდე ჰო, მაგრამ ან ისენი რას გავდნენ!!!!/ დიდი იმედი მაქ, მომავალ წელს ბათუმი და დინამო , არ გააკეთებენ მსგავს საშინელებას!!! არ დამიბლოკოთ...
Vasili
04 დეკემბერი 2019 14:18
3
წარმატებათ ალბათ ევროპაზე რო ისევ შეგვარცხვენს იმას თვლის
შოკირებული გულშემატკივარი
04 დეკემბერი 2019 12:54
3
დაგვცინის კიდე ეს უსირცხვილო ადამიანი. პირადად შენზეა სომხეთთან თავს ლაფის დასხმა. შენ კიდე ბატონო ჭიაბრიშვილო ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავ ვერასოდეს. მართლა მაგრად ვგულშემატკივრობდი გუნდას და დაასამარე შენიც და გუნდის ავტორიტეტი და სახელი. p.S. ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს. ადმინ არ დაბლოკო.
ტარიელი
04 დეკემბერი 2019 12:28
8
კი ნამდვილად !!!! ისეთ "მწვერვალებს" მიაღწიეთ ისეთი "წარმატებული" სეზონი გქონდათ, რომ ნამდვილად აღსანიშნავია, შეიძლება ერთი კარგი ბანკეტიც მიუძღვნად. განსაკუთრებით არარატის დაპატიჟება არ დაგავიწყდეთ !!!!!
????
04 დეკემბერი 2019 10:38
7
მწვრთნელმა ჩათვალა, რომ არარატთან განცდილი კატასტროფა და სირცხვილი დიდი არაფერიო და არ გადადგა. უყეფამ ვეღარ გამოიძია ეს მატჩი, როგორც კლუბის ხელმძღვანელობა გვპირდებოდა, თუ ეს საკითხიც გადაგორდა?!
!!!!!
04 დეკემბერი 2019 10:28
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული