ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ... - გია გეგუჩაძე ბათუმის "დინამოს" გამოსვლას აფასებს

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/DinamoBatumi1923/

ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ზღვისპირელები ჩემპიონატს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა ბოლოსკენ თამაში აერიათ და მათ თბილისის "დინამომ" გადაასწრო.

Sportall.ge ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და სეზონის შეფასება სთხოვა.

"ჩემპიონტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ბოლომდე გასარკვევი იყო თუ რომელი გუნდი მოიპოვებდა ჩემპიონობას და ა.შ...

სანახაობაც აშკარად კარგი იყო. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, შედეგი, რომელიც დავაფიქსირეთ, აუცილებლად მისაღები და დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.

შანსები გვქონდა ჩემპიონობისთვისაც მიგვეღწია, თუმცა ის, რომ
ბათუმის "დინამო" მომავალ წელს ევროთასებზე ითამაშებს უკვე მიღწევაა.

გვქონდა გარკვეული ჩავარდნები, რაც ბუნებრივიც არის. ძალიან რთულია მთელი სეზონი უდანაკარგოდ გაიარო და ძალიან დასანანი თამაშები ვერ მოვიგეთ.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ახალი გუნდის მშენებლობა მიდიოდა და პარარელურად მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოდით.

რაც შეეხება მომავალ სეზონს, ჯერ საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვმუშაობთ ამ კუთხით და გაძლიერება ნამდვილად გვსურს.

ჯერჯერობით კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუნდი აუცილებლად გაძლიერდება", - გვითხრა გეგუჩაძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მე რასაც უყურებ გია გეგუჩაძე არათუ ბათუმის დინამოში არამედ მთელ ბათუმში ერთად ერთი ადეკვატური ადამიანი აღმოჩნდა!!!
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
03 დეკემბერი 2019 20:05
3
რიგ თამაშებში მართლა ძალიან არეულები ჩანდნენ! თუმცა ერთ დონეზე გრანდები ვერ გამოდიან! ამიტომ სწორად უნდა შერჩევა ფორმის პიკს! იმედია მომავალ წელს ბათუმი იზეიმებს ჩემპიონობას თავის ახალ სტადიონზე! მისმა უერთგულესმა ფანებმა ნამდვილად დაიმსახურეს ეს!
ვაჟა
03 დეკემბერი 2019 18:11
2
თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, ქუთაისის ტორპედო სულ უნდა იყვნენ და ებრძოდნენ ერთმანეთს ჩემპიონობას :-) როგორც ბარსა, რეალი და ატლეტიკო
Lasha
06 დეკემბერი 2019 14:46
0
გისმინოთ უფალმა. აჭარა საფეხბურთო მხარეა და მან უნდა დიდი წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის განვითარებაში, მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.
გიზოგ
06 დეკემბერი 2019 12:58
0
დინამო თბილისს მსაჯები ეხმარებიან - დავიჯერო სულ შემთხვევით ცდებიან დინამოს სასარგებლოდ ? მე არ მჯერა. გავლენ ახლა ერვროთასებზე და კიდევ წააგებენ უშანსოდ. :(
oTari
03 დეკემბერი 2019 17:38
30
2014/15 წწ ბათუმი გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში და ვიცე ჩემპიონი გახდა
ამირან დარეჯანიანი
03 დეკემბერი 2019 17:05
1
მშვენიერი შედეგია ვიცე-ჩემპიონობა. უნდა გააგრძელოს ბათუმმა პროგრესი და არც ჩემპიონობა იქნება შორს. მთავარია ბირთვი შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გაძლიერდეს, ვუსურვებ ევროტურნირებზე ასახელოს საქართველო.
შაკო
03 დეკემბერი 2019 16:54
1
კაით ერთი ნუ პროფესორობთ,მე გამოვთქვი ჩემი სუბიექტური აზრი,გეგუჩაძე რა მწვრთნელიცაა ფარერის კუნძულებზე გამოჩნდა
ბათუმის ფანი
03 დეკემბერი 2019 16:12
15
ჩემზე რომ იყოს დღესვე ბარგს აიკრავდი,გუნდს არავითარი ხელწერა არ ეტყობა,ლოკოს ჩვენი ფანობა ყოლოდა 10 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი,გუნდი გადასარევად თამაშობს
ბათუმის ფანი
03 დეკემბერი 2019 15:15
21
2014-15 წლის სეზონში ბათუმი მეორე ლიგიდან გადმოვიდა უმაღლესში და მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში,ევროპალიგაზეც იასპარეზა და კვიპროსულ გუნდს ძესტაფონის სტადიონზე 1-0 მოუგო ჭეიშვილი და ხომერიკის მწვრთნელობის დროს ხდებოდა ეს ამბავი
ამირან დარეჯანისძე
03 დეკემბერი 2019 17:01
0
კიდევ კარგი შენი ნება არაა როდის იყო თამაშებს ფანები იგებდნენ,ასე რო იყოს ტურქეტი იქნებოდ მარვალგზის ჩემპიონი და მისი გუნდები .კაცმა მეორე ლიგიდან გადმოგიყვანატ ევროპაზე იტამაშებთ ასეთი გუნდი როდის გყავდათ ბოლოს გახსოვს?
mosexoneli
03 დეკემბერი 2019 15:56
6
ყველა გამოხმაურება
ჩემზე რომ იყოს დღესვე ბარგს აიკრავდი,გუნდს არავითარი ხელწერა არ ეტყობა,ლოკოს ჩვენი ფანობა ყოლოდა 10 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი,გუნდი გადასარევად თამაშობს
ბათუმის ფანი
03 დეკემბერი 2019 15:13
24

სიახლეები პოპულარული