სოსო ფრუიძე: როდესაც ფინანსურად ჩვენზე ძლიერი გუნდები დაკომპლექტებიან, მხოლოდ ამის შემდეგ ვიმატებთ ფეხბურთელებს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" ეროვნული ლიგის გასული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროსაგზურის მფლობელი ვერ გახდა.

გუნდმა ბევრი კარგი თამაში ჩაატარა და ლიდერებიც გაამწარა. საჩხერელები განსაკუთრებით ცუდად ბათუმელებს დაამახსოვრდებათ, რადგან "ჩიხურამ" ზღვისპირელებს მოუგო, სწორედ ამ მატჩმა მომავალი ჩემპიონის ბედზე დიდი გავლენა იქონია.

ჩვენ "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დავუკავშირდით და განვლილ სეზონზე, სამომავლო გეგმებზე და მსაჯობაზე ვესაუბრეთ.

- გასულ სეზონში თქვენი გუნდის თამაშს როგორ შეაფასებდით?
- შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი შევეძლო და ევროსარბიელზე გასვლაც შეიძლებოდა, თუმცა ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები
ჰქონდა.

პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ პატარა სათადარიგოთა სკამი გვქონდა და 2-3 თვის განმავლობაში 4-5 ფეხბურთელი გვაკლდა.

მთლიანი შემადგენლობით მხოლოდ სეზონის დასაწყისსა და დასასრულში ვიყავით და კარგი თამაშებიც ჩავატარეთ.

- ჩემპიონატის დონეს როგორ შეაფასებდით... როგორ ფიქრობთ, დონემ აიწია?
- ვფიქრობ, ბათუმის "დინამოს" გადმოსვლით ეროვნული ლიგის დონემ აიწია და მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

რა თქმა უნდა, ჩემპიონატის დონე უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი ქვეყნის ჩემპიონატში ასეთი დაძაბულობა არ იქნებოდა.

- "ჩიხურამ" ევრო საგზური ვერ მოიპოვა... რას გეგმავს მომავალი სეზონისთვის კლუბი?
- ჯერ ცნობილი არაფერია. რაიმე შევსებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ფინანსურად ძლიერები არ ვართ და როდესაც ფინანსურად ჩვენზე ძლიერი გუნდები დაკომპლექტებიან, მხოლოდ ამის შემდეგ ვიმატებთ ფეხბურთელებს.

იანვრის შუა რიცხვებში შევიკრიბებით, ხელმძღვანელობასაც დაველაპარაკები და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

- მომავალ სეზონში თქვენ ისევ "ჩიხურაში" იმუშავებთ?
- არ ვიცი, ვნახოთ რა იქნება...

- სეზონის ბოლოს მსაჯობასთან დაკავშირებით სკანდალი მოხდა თქვენი გუნდისა და ბათუმის "დინამოს" მატჩში.
- ამ შეხვედრის შემდეგ ყველა საუბრობდა, რომ მსაჯმა "დინამო" დაჩაგრა, მაგრამ ჩვენს საკამათო ეპიზოდებზე ხმას არავინ იღებდა.

იმ თამაშში პენალტს ჩვენც ვითხოვდით. არის ეპიზოდი, სადაც ჩვენს ფეხბურთელს საჯარიმოში ხელის კვრით აგდებენ და მსაჯს არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

აქამდე ეს განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ დღესაც ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს კარში არცერთი პენალტი არ იყო დასანიშნი.

პირველ შემთხვევაზე უშუალოდ ვიტყოდი, რომ ფეხბურთელს ხელი წაღებული აქვს უკან და პენალტი იდება მაშინ, როდესაც მას ხელი გაშლილი აქვს. მაისაშვილს ხელი უკან აქვს წაღებული და იდაყვსა და მხარს შორის ხვდება...

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არცერთი პენალტი არ ყოფილა!

მკითხველის კომენტარები / 15 /
კი მარა რაც მე ქართული ფეხბურთის ყურება დავიწყე, დაახლოებით 6-7 წელია, სულ წუწუნებს ეს კაცი ფული არ გვაქო, ბოლო-ბოლო მილიარდელის რაიონია და გუნდს სტადიონი არ უვარგა, როსტერი არ უვარგა(ცენტრალური მცველები იმდენი ჰყავთ გუნდში, ნახევარმცველები და თავდამსხმელები არ ჰყავთ ჯამში მაგდენი..). კარგით რა, სულ წუწუნი არ გამიგია, ან ფონდის ფული სად მიდის, ვინ ხარჯავს ამ ფულს ასე უაზროდ? მაგრამ გუნდს, რომელსაც მასწავლებელთა განვითარების პროგრამის დირექტორი(თუ რაღაც მსგავსი თანამდებობის მქონე) შუკაკიძე მართავს, იმ გუნდს რა უნდა მოთხოვო. როგორ ახერხებს ეს ახალგაზრდა ყველაფრის მოსწრებას, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასაც(რა დონეზეც ვართ კი იცით) და კლუბის გაძღოლასაც(რა დონეზეა გუნდი თავადაც ხედავთ). საინტერესოა..
საჩხერეს სირცხვილი
07 დეკემბერი 2019 22:36
3
სოსო ნუ აწარინებ ახლობლებს კომენტარებს,უნდა წახვიდე გუნდიდან,ბიჭებთან ურთიერთობა გააფუჭე,ამხელა ხელფას და პრემიას იღებ,რაში ამ რატომ? რა შედეგი დადე?ლოკომ უ19-ს ბიჭებით მოგიგო,საბურთალოზე და დინამოზე არაფერს არ ვამბობთ,გეყოფა და შეირგე ის ფული რასაც იღებდი,აღარხარ საჭირო გუნდისთვის
სასაცილო-ს
07 დეკემბერი 2019 17:31
7
მერე სასაცილო ჯამბაზებიც დაგვჭირდება,ფრუიძეს გარეშე ჩიხურა
სასაცილო-ს
07 დეკემბერი 2019 23:01
0
ისეთი დასკვნა დადე გაითვალისწინებენ შენ აზრს, შეიძლება მენეჯერობაც მოარტყა :D
სასაცილო
07 დეკემბერი 2019 22:34
3
ჩვენი სეზონი ისე დაიწყო მსაჯებზე ვინმე როგორ იღებს ხმას. ჯერ დინამოსთან პირველი თამაში მერე ლოკოსთან თასის თამაში და კიდე საბურთალოსთან ხელით გატანილი გოლი.
ჩიხურა ჩიხურა
07 დეკემბერი 2019 16:22
4
უნდა წავიდეს ისეთ გუნდში, რომელსაც მეტი ამბიცია და რესურსი ექნება. მიუხედავად წარმატებული სეზონებისა ჩიხურას სამწუხაროდ ჩემპიონობის ამბიცია არასდროს ქონია (გარდამავალ ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით). როდესაც გუდნის ძირითადი ბირთვი მიდის ყოველ წელს წარმატებაზე ფიქრი რთულია. უფრო საინტერესო და დაძაბული იქნება ჩემპიუონატი.
დინამო თბ
07 დეკემბერი 2019 16:18
1
უნდა წავიდეს ეს ფრუიძე აუცილებლად,ხელფასი ძალიან დიდი აქ და რას აკეთებს ამისა? მემკვიდრეობით ხომ არ ერგო ეს ადგილი,მოშორდეს,უკვე ბიჭებთანაც არა აქვს კარგი ურთიერთობა
gio
07 დეკემბერი 2019 12:42
2
სულ როგორ წუწუნებს ეს კაცი არ დაიღალა მაინც? რამდენი წელი ზედიზედ ევრტურნირებზე გყავდა გუნდი, სად წავიდა ის ფულები...
ჯონი
06 დეკემბერი 2019 18:29
16
ყოველ წელს რო გუნდი ყავდა ევროტურნირებზე ეგ დააფასე მერე. სად წავიდოდა ხარჯებში ფედერაციის მარტო ფულით რომელი გინდია
სასაცილოა
07 დეკემბერი 2019 16:12
1
სასწრაფოდ ეს მწვრთნელი გასაშვებია გუნდიდან,ჯერ რამდენი წელია ესეთი დიდი ანაზღაურება აქ და საერთოდ შედეგებს ვერ დებს,წელს ხომ საერთოდ ჩააგდო სეზონი ჩიხურამ,ხელფასს და პრემიას სულ იღებდა და შედეგი ნული
ჭორვილა
06 დეკემბერი 2019 17:56
21
მაყურებელი არა,ჯიგარი არა,სტადიონი არა,მარტო ფარა.ცოდო არიან ფეხბურთელები.ამოდით ტყიბულში და გაჩვენებთ ბალეშიკების სინთეზს თამაშთან.
cheroeli
06 დეკემბერი 2019 17:06
3
რას ვერ ვხვდები იცით? რო გამოდის და წუწუნებს ჩვენი ბრალია ბიძინა რო არ უზრდის ბიუჯეტს? 2015 წელს ვისაც გახსოვთ 10 დღის შეკრებილი გუნდმა სეზონი მესამე ადგილზე დაამთავრა მაგრამ სეზონი მორჩა და ნახევარი ფეხბურთელი გუნდიდან წავიდა? რატომ? იმიტომ რო ზოგადად ფრუიძეა ვერავის ვერ ეწყობა და ყველა მაგას უნდა შეეწყოს! მაგიტომ ვერ დადებ ვერასდროს შედეგს მიზეზებს სულ სხვაში რო ეძებ!)))
gulshematkivari
06 დეკემბერი 2019 13:42
9
ბიძინას დააბრალე ახლა კიდე რამე :დდ ბიძინასია კი არააააა
რა ბიძინაა
07 დეკემბერი 2019 16:15
0
უნდა წავიდეს ისეთ გუნდში, რომელსაც მეტი ამბიცია და რესურსი ექნება. მიუხედავად წარმატებული სეზონებისა ჩიხურას სამწუხაროდ ჩემპიონობის ამბიცია არასდროს ქონია (გარდამავალ ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით). როდესაც გუდნის ძირითადი ბირთვი მიდის ყოველ წელს წარმატებაზე ფიქრი რთულია.
დინამო თბ
07 დეკემბერი 2019 16:04
0
სოსო, ჩემზე კარგად უნდა იცოდე, რომ ახალი წედების მიხედვით მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ სადა გაქვს ხელი, ყველა ვარიანტში იდება პენალტი!!!
გიორგი
06 დეკემბერი 2019 12:36
10

სიახლეები პოპულარული