ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბათუმის "დინამოს" სტადიონი პრემიერ-მინისტრმა მოინახულა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალი, მართლაც ლამაზი სტადიონი მალე ჩადგება მწყობრში.

6 დეკემბერს არენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოინახულეს.

სტადიონის დირექტორმა, ჯაბა სურმანიძემ სტუმრებს შესრულებული სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა - დაიგო მინდვრის საფარი და სკამების მონტაჟი მიმდინარეობს.

მშენებლობის ტემპი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს უსწრებს, ნაგებობა ექსპლუატაციაში მალე ჩადგება და ბათუმს უეფას მეოთხე კატეგორიის, 20-ათასიანი სტადიონი ექნება.