ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" ეროვნული ლიგა დატოვა, რადგან ბოლო, მეათე პოზიციაზე გავიდა.

"ვეტერინარებს" წლის განმავლობაში ორი პრობლემის გადალახვა მოუხდა. პირველად რამდენიმე ფეხბურთელი გარიგებული მატჩების სკანდალში გაეხვა და შემდეგ კი ფინანსური კრიზისი ჰქონდათ.

სეზონის შეფასება კი კლუბის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმერ ხაჩიძეს ვთხოვეთ.

- კლუბს ძალიან რთული წელი ჰქონდა...
- რთული სეზონი იყო ყველასთვის. სამწუხაროდ, მოხდა ინციდენტები. ფაქტობრივად, ერთი გუნდი დაიშალა, მეორე გუნდი გავაკეთეთ, დავიმატეთ ახალგაზრდა ბიჭები და ფეხბურთელები რეგიონებიდან, ამ ბიჭებმა დაამთავრეს სეზონი. ვეცდებით, რომ მომავალ წელს ვიბრძოლოთ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის.

- რა იგეგმება იმისთვის,
რომ კლუბმა მოახერხოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნება?
- სიმართლე გითხრათ, მე კონტრაქტი დეკემბერში დამიმთავრდა. არ არის არაფერი ჯერ გადაწყვეტილი, ვერაფერს გეტყვით.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული