ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

სად ითამაშებს "თელავი", როდესაც "გივი ჩოხელი" მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს? [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგას დებიუტანტი ჰყავს, პლეი-ოფში "რუსთავთან" ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემდეგ მომავალ სეზონში საქართველოს უმაღლეს ლიგაში "თელავი" ითამაშებს.

მართალია, კლუბი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში გადავიდა, მაგრამ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი ეროვნული ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არსებობს საშიშროება იმისა, რომ კლუბს თბილისში თამაში მოუწიოს. სტადიონზე ხელოვნური საფარი არის დაგებული, ამავდროულად, ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია.

ჩვენი ინფორმაციით,  შეიძლება "თელავმა" თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე ახალი რაგბის სტადიონზე ითამაშოს, რომელიც 2244 ადამიანს იტევს და ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა მოწყობილი.

შედარების სახით გთავაზობთ საფეხბურთო სტადიონისა და რაგბის სტადიონის
ფოტოებს.

"გივი ჩოხელი"

Sportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.Ge


რაგბის სტადიონი

Sportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.Ge