კაჩა ჩხეტიანი "დინამოში" დანიშვნაზე: ჩაიაროს ორშაბათმა და ამის შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტ

AutoSharing Option
კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით lelo.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერია. ორშაბათს გაირკვევა ქუთაისის " ტორპედოს" ლიცენზირების ამბავი და ამდენ ხანს სწორედ ამიტომ გავჩერდი გუნდში, რომ ლიცენზია აგვეღო... შეთავაზებები არის, მაგრამ ამ ეტაპზე არ მინდა დაკონკრეტება. ჩაიაროს ორშაბათმა და ამის შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტ", - განაცხადა ჩხეტიანმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეგობრებო (ქუთაისლებს მივმართავ)თავს ნუ მოვიტყუებთ არც ერთ ტორპედოს გულშემატკივრებს არ გაგვიხარდება ჩხეტიანის დინამოში გადასვლა მიუხედავად იმისა რო ძალიან დიდი და ფასდაუდებელი სამუშაო გაწია ტორპედოში,ადრე თუ გვიან ტორპედო ფეხზე დადგება და მის წინააღმდეგ რო დინამო ითამაშებს და ჩხეტო დინამოს თავკაცი იქნება რაღაც მაინც სხვანაირად იქნება, იქნებ ტორპედოს დროულად რამე ეშველოს და ყველაფერი დალაგდეს მერე არამგონია ჩხეტიანი სადმე წავიდეს.ისე სადაც არ უნდა წავიდეს წარმატებას ვუსურვებ ღმერთმა ხელი მოუმართოს(და მაინც დინამოს გარდა სადაც უნდა იქ წავიდეს).
ilia
10:12 17-12-2019
1
იმ შემთხვევაში თუ ქუთაისის ტორპედოს სერიოზული სპონსორი გამოუჩნდა, კახა ჩხეტიანს ტორპედოს დატოვებას მე არ ვურჩევდი, დინამოში შეიძლება რაღაც მეტი ინტერესი იყოს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დინამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და ჯერჯერობით ქართული ფეხბურთის სახეა, მაგრამ არის სხვა მომენტებიც. ის დინამოში ჩემი აზრით სრულიად დამოუკიდებელი და ისე მიღებული, როგორც ქუთაისში და ტორპედოშია ვერ იქნება, ან თუ იქნება მყიფე ნიადაგზე და მოკლე დროით მოუწევს ყოფნა. მეტის დაწერა ამ ფორმატში ზედმეტად მიმაჩნია. კახა ღირსეული კაცია და მას წარმატებულ მოღვაწეობას ვუსურვებ სადაც არ უნდა იყოს.
ნუგზარი
01:01 15-12-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული