კაჩა ჩხეტიანი "დინამოში" დანიშვნაზე: ჩაიაროს ორშაბათმა და ამის შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტ

AutoSharing Option
კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით lelo.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერია. ორშაბათს გაირკვევა ქუთაისის " ტორპედოს" ლიცენზირების ამბავი და ამდენ ხანს სწორედ ამიტომ გავჩერდი გუნდში, რომ ლიცენზია აგვეღო... შეთავაზებები არის, მაგრამ ამ ეტაპზე არ მინდა დაკონკრეტება. ჩაიაროს ორშაბათმა და ამის შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტ", - განაცხადა ჩხეტიანმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმ შემთხვევაში თუ ქუთაისის ტორპედოს სერიოზული სპონსორი გამოუჩნდა, კახა ჩხეტიანს ტორპედოს დატოვებას მე არ ვურჩევდი, დინამოში შეიძლება რაღაც მეტი ინტერესი იყოს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დინამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და ჯერჯერობით ქართული ფეხბურთის სახეა, მაგრამ არის სხვა მომენტებიც. ის დინამოში ჩემი აზრით სრულიად დამოუკიდებელი და ისე მიღებული, როგორც ქუთაისში და ტორპედოშია ვერ იქნება, ან თუ იქნება მყიფე ნიადაგზე და მოკლე დროით მოუწევს ყოფნა. მეტის დაწერა ამ ფორმატში ზედმეტად მიმაჩნია. კახა ღირსეული კაცია და მას წარმატებულ მოღვაწეობას ვუსურვებ სადაც არ უნდა იყოს.
ნუგზარი
01:01 15-12-2019
0
თბილისსა და ქუთაისს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ცხოვრების დონის მიხედვით. იმდენად ღარიბი ქალაქია, რომ ერთი გუნდის შენახვა არ შეგვიძლია, ეს ფაქტია. ჩხეტოს მადლობა გმირობისთვის, შენ ყოველთვის ტორპედოელი იქნები!
მადლობა ჩხეტო!
19:52 14-12-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული