ქუთაისის "ტორპედომ" პრო-ლიცენზია მიიღო, რაც უფლებას აძლევს, 2020 წელს ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს, თუმცა, ამის პარალელურად, კლუბი ჯერ კიდევ რჩება ლიცენზიარის რეგულარული მონიტორინგის ქვეშ, რომლის დროსაც კლუბში მიმდინარე პროცესები გაკონტროლდება, - ამ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.
ამ ფაქტს მოსწრებული იუმორით შეეხმიანა გუნდის ფანკლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო", რომელმაც ფილმ "იმერული ესკიზებიდან" ნაწყვეტი გამოაქვეყნა და ქართული კლუბების ლოგოებიც დაურთო.