ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ხელის მოწერა დარჩა - კახა ჩხეტიანი ორშაბათიდან "დინამოს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
სამ წლიანი მუშაობის შემდეგ კახა ჩხეტიანმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა. მიუხედავად იმისა რომ ჩხეტიანს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ "ტორპედოში" სიტუაცია შეიცვლებოდა და შეძლებდა გუნდის კვლავ გაძღოლას, ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ჩვენი ინფორმაციით გადაწყვეტილი ამბავია, რომ კახა ჩხეტიანი თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას, რადგან ორივე მხარე თანამშრომლობაზე თანახმაა და ხელის მოწერაღა დარჩა. კლუბი კი დიდი ალბათობით კახა ჩხეტიანს ორშაბათს პრესკონფერენციაზე წარადგენს.

ამავდროულად "ტორპედოდან" "დინამოში" შეიძლება მეკარე როინ კვასხვაძეც გადავიდეს.

კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო. ამავდროულად იმერულმა კლუბმა
ევროპა ლიგის პლეი ოფში ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ