ნიკა სანდოხაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ნიკა სანდოხაძე კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ჩვენს კლუბში ახალწვეულია. ამიერიდან დინამოს ღირსებას 25 წლის ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე დაიცავს.

ნიკამ, რომელიც დინამოს აღზრდილია და ჩვენი გუნდის დუბლებშიც უასპარეზია, დინამოსთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ტორპედოს, ლოკომოტივის, სამტრედიის, რიგის, ლვოვის კარპატის და საბურთალოს ღირსებას იცავდა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რას ერჩით ფიფიას ჭკვიანია იცის, რაც არ უნდა დახარჩოს, თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფში შევიდეს(ლიგა გამორიცხულია) დანახარჩს მაინც ვერ ამოიღებს, მოგებაზე არაფერს ვამბობ და რატო უნდა გაიკოტროს თავი? აყალიბებს ისეთ გუნდს რომ ჩვენი ჩემპიონატის სამეულს ეყოს. ბათუმის ხელმძღვანელობაც მალე მიხვდება, რომ თავს ზემოთ ტყუილად ხტებიან და დაჯდებიან ფიფიას ტრენტზე, მით უკეთესი რაც მალე მიხვდებიან თორემ მოუწევთ ჩაჩავას და ტორპედოს ბედის გაზიარება, რაც ძალიან ცუდი იქნება.ამ ეტაპზე ასეა და ერთ 5-6 წელიწადში იმედია შეიცვლება მდგომარეობა უკეთესობისკენ.
6
მიგინეიშვილიც არ დაგავიწყდეთ დაიმატეთ "გაძლიერდით" :( რათ უნდათ ეს ვადაგასული ერთიდაიგივე ფეხბურთელები ...უკვე ცუდად იწყებენ
ოთო
11:50 02-01-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული