ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ნიკა სანდოხაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ნიკა სანდოხაძე კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ჩვენს კლუბში ახალწვეულია. ამიერიდან დინამოს ღირსებას 25 წლის ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე დაიცავს.

ნიკამ, რომელიც დინამოს აღზრდილია და ჩვენი გუნდის დუბლებშიც უასპარეზია, დინამოსთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ტორპედოს, ლოკომოტივის, სამტრედიის, რიგის, ლვოვის კარპატის და საბურთალოს ღირსებას იცავდა".