თბილისის "საბურთალომ" ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/fc.saburtalotb/

დღეს, 8 იანვარს, თბილისის "საბურთალომ" "ბენდელას" საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა.

კლუბმა მთავარ მწვრთნელად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავკაცი გია ცეცაძე დანიშნა. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "საბურთალო" საქართველოს თასის მოგების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, რომელმაც კლუბში 6 წელი იმუშავა.

აქვე გეტყვით, რომ "საბურთალომ" მომავალი სეზონისთვის შეკრებები დაგეგმა. გადაწყვეტილია, რომ 14-23 იანვრის ჩათვლით, გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში მოემზადება.

პირველ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არაა დაგეგმილი. შემდეგ კლუბი სამშობლოში დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას
ადგილზე გააგრძელებს.

დასკვნით მოსამზადებელ ციკლს გუნდი, 1-14 თებერვლის ჩათვლით, ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში გაივლის, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. სავარაუდო სპარინგ-პარტნიორების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს უკეტესი გონიატ? ეს არ იყო რომ უკანასკნელივიტ იფურტხებოდა
jiji
08 იანვარი 2020 21:09
1
ეჰ გია არ უნდა გადასულიყავი მანდ, ბინძური მმართველების არის საბურთალო, სირცხვილია მაგათთან ყოფნა.
გიორგი
08 იანვარი 2020 18:17
0
გია ცეცაძეს წარმატებები!!! მაგრამ საბურთალო ალბათ ძალიან დიდხნს ვერ ჩამოირეცხავს საშვილიშვილო სირცხვილს რომელიც ქართულ ფებურთს და მის თითოეულ გულშემატკივარს მიაყენა. არარააააააააატ!!!!
!!!!!
08 იანვარი 2020 15:38
3
ეხლა სისხლიანი 9 წელივით როდემდე უნდა იძახოთ ეს რა გვიქნა საბურთალომო, რა სირცხვილი მოგაყენა ერთი, ვითომ რომელიმე სხვა გუნდმა გასახელათ ოდესმე
123
08 იანვარი 2020 17:21
6
ერევანის არარატთან დაგეგმეთ თამაში ერთი
ramos
08 იანვარი 2020 15:17
2
დინამო, ტორპედო, ლოკომოტივი კიდე მესმის, მაგრამ ამ "საბურთალოს" წინ თბილისის რომ არ დაუწეროთ ისე რა, ვერ მივხვდებით რო თბილისური გუნდია?
გამოდით რა ამ საბჭოთა კონიუნქტურიდან
ასდ
08 იანვარი 2020 14:58
4
წარმატებები აბა თქვენ იცით ეხლა მაინც გაგავახარეთ ევროპაზე
zaza
08 იანვარი 2020 14:26
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული